You need an Adobe Flash Player to access this site.

Download Adobe Flash Plug-In
სიახლეები >> ახალი ამბები
თანამედროვე ევროპული ხელსწაყო უკვე საქართველოშია
3 თებერვალი


 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად შეძენილი ხელსაწყოების ეფექტურობა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავად შეამოწმა. თანამედროვე მობილური ხელსაწყოები, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ნახშირჟანგის, ოზონისა და ნახშირწყალბადების კონცენტრაციებს განსაზღვრავს.
დღესვე, თავისუფლების მოედანზე აპარატურით ქუჩაში ხმაურის დონე განისაზღვრა, რომელიც უმნიშვნელოდ გასცდა დასაშვებ პარამეტრებს.
„გასულ წლებში საკმაოდ ბევრი რამ განადგურდა და დავკარგეთ. ხშირად მესმოდა საყვედური, რომ ქალაქში ხმაურის დონე უკონტროლოა. დღეს უკვე გვაქვს ამის საშუალება - მობილური ხელსაწყოები უკვე საქართველოშია და ჩვენ ყველა სიახლეს საზოგადოებას ვაწვდით. რაც შეეხება ხმაურს, თავისუფლების მოედანზე გავზომეთ და ოდნავ გადასცდა დასაშვებ პარამეტრებს. ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, რასაც გამოცდილი ადამიანები და თანხები ჭირდება. მოხარულები ვართ, რომ ზუსტად გავაკონტროლებთ ქალაქში სიტუაციას“ - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი აპარატურა ევროპის ქვეყნების თითქმის ყველა ქალაქის ქუჩებშია დამონტაჟებული, რითაც ჰაერის დაბინძურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი წარმოებს.
აღნიშნული მობილური ხელსაწყოების საქართველოში დანერგვა ევროპის სტანდარტებთან მიახლოებას უზრუნველყოფს.
 

© 2009 ყველა უფლება დაცულია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო