გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროსა და იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს თანამშრომლების მიერ ხონის რაიონის სოფლების კინჩხასა და გორდის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის 91,68 მ3 მოცულობის სამასალე მერქანი (4 ფაქტი). სამართალდამრღვევების ვინაობა უცნობია. შედგა საველე აქტები, დაანგარიშებულ იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელმაც 21545,26 ლარი შეადგინა.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეგზავნება.