You need an Adobe Flash Player to access this site.

Download Adobe Flash Plug-In
სიახლეები >> ახალი ამბები
საქართველოს ხედვა „კოპენჰაგენის შეთანხმების ჭრილში“ გოგა ხაჩიძემ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო
2 მარტი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროში უმასპინძლა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, კოპენჰაგენში ჩატარებული კონფერენციის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს ხედვა გააცნო.
„კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ დეტალურად გაგვეცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ რა პოზიცია დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ ე.წ. „კოპენჰაგენის აკორდთან“ მიმართებაში. კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა - არ არის ზოგადი მსჯელობა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან ბევრი კონკრეტული პროექტი და ბევრი კონკრეტული ინვესტიცია, რომელიც უნდა შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მექანიზმებით“ - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
დანიის დედაქალაქში სამიტი (COP 15) გასული წლის 7 დეკემბერს გაიხსნა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობდა. მიხეილ სააკაშვილმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, ქვეყნის ხედვისა და საქართველოს გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ სპეციალური მოხსენებით, მსოფლიო ქვეყნის ლიდერებსა და სამიტის მონაწილე 192 ქვეყნის 15 ათასამდე დელეგატს მიმართა.კოპენჰაგენის შეხვედრის წინ გარემოს დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს პოზიციის პროექტი, რომელიც პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე იქნა განხილული. 
 კოპენჰაგენის შეთანხმებით“ განისაზღვრა მთელი რიგი მექანიზმები, რომლებიც ითვალისწინებენ განვითარებული ქვეყნების მხრიდან განვითარებადი ქვეყნებისათვის ფართომასშტაბიან დახმარებას ფინანსებითა და ტექნოლოგიებით, რათა განვითარებადმა ქვეყნებმა შეძლონ ეკონომიკის განვითარება ნაკლებ ემისებიანი გზით.
„კოპენჰაგენის შეთანხმების“ თანახმად მხარეებს კონვენციის სამდივნოში „ეროვნულად მისაღების შერბილების ქმედებები“ 2010 წლის 31 იანვრამდე უნდა წარედგინათ, რაც საქართველომ 2010 წლის 1 იანვარს წარადგინა.
შეხვედრაზე სტუმრები გაეცვნენ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების დაგეგმილ ქმედებებს „კოპნჰაგენის შეთანხმების ჭრილში“, ასევე იმ ქმედებებს, რომელსაც საქართველო განახორციელებს განსაზღვრული მექანიზმების ეფექტურად გამოყენების მიზნით.

 

© 2009 ყველა უფლება დაცულია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო