რამსარის კონვენციის სამდივნოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვივნენ. ქალბატონ მირეილე კაცს და ბატონ ტობიას სალათეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის (SC41) საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი ფორუმი აპრილში ქობულეთში გაიმართება, რომელსაც 120 ქვეყნის წარმომადგენელები დაესწრებიან.
შეხვედრაში გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის ფარგლებში თავის მხრივ ღონისძიებებს გამართავენ.
დღესვე მუდმივმოქმედი კომიტეტის წარმომადგენლები ქობულეთში სასტუმრო "ჯორჯია პალასს" მოინახულებენ.