|
|
|
ტენდერები
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აცხადებს ტენდერს საავტომობილო საწვავის შესყიდვაზე
დასაწყისი: 5 თებერვალი / ბოლო თარიღი: 18 თებერვალი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 2010 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს საავტომობილო საწვავის შესყიდვაზე 3 (სამი) ლოტად.
შესყიდვის ობიექტი: საავტომობილო საწვავი.
დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი.
|
#
|
მისაწოდებელი საქონლის მოკლე დახასიათება
|
რაოდენობა
|
მიწოდების ადგილი
|
მიწოდების გრაფიკული ვადები
|
|
1
|
ლოტი №1
ბენზინი ოქტანური რიცხვი არანაკლებ აი 98,
|
19 000 ლიტრი
|
მიმწოდებლის საკუთარი ბენზინგასამართი სადგურებიდან საბარათე მომსახურებით
|
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მოთხოვნის შესაბამისად
|
|
2
|
ლოტი №2
ბენზინი ოქტანური რიცხვი არანაკლებ აი 95,
|
28 000
ლიტრი
|
მიმწოდებლის საკუთარი ბენზინგასამართი სადგურებიდან საბარათე მომსახურებით
|
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მოთხოვნის შესაბამისად
|
|
3
|
ლოტი №3
დიზელი ,,ევრო’’
|
36 000
ლიტრი
|
მიმწოდებლის საკუთარი ბენზინგასამართი სადგურებიდან საბარათე მომსახურებით
|
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მოთხოვნის შესაბამისად |
- ყველა შესასყიდი საქონელი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედ სტანდარტებს.
- ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
- საქონლის (ტალონების) მიწოდება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრული საქონლის მოცულობის შესაბამისად, მისამართზე ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 6, ხოლო მომსახურება გაწეული უნდა იქნეს მიმწოდებლის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე შემსყიდველის მიერ წარდგენილი ტალონების სრულ განაღდებამდე.
- სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე ტენდერში მონაწილეობის მსურველებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო დღეებში, მათ მიერ სატენდერო მოსაკრებელის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ, მისამართზე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ქ. თბილისი გ. გულუას ქ. .№ 6, მე-4 სართული, ოთახი № 410. სატენდერო კომისიის აპარატი. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა 2010 წლის 28 იანვრის 10 საათიდან – 2010 წლის 17 თებერვლის 1800 საათამდე.
- სატენდერო მოსაკრებელის საბანკო რეკვიზიტებია: მიმღების ბანკი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი № 200122900, სახაზინო კოდი 302005500. დამატებით ინფორმაციაში აუცილებლად უნდა მიეთითოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აპარატი 1598, საწვავის ტენდერის სატენდერო მოსაკრებელი 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო დოკუმენტაცია დედნების და ასლების სახით, უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ერთად, ერთი დახურული კონვერტით, ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით, 2010 წლის 18 თებერვლის 10 საათიდან - 14 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 6. ადმინისტრაციული დეპარატამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართელო, მე-4 სართული, სატენდერო კომისიის აპარატი, ოთახი № 410. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა (სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთ დახურულ კონვერტში) ასევე უნდა წარმოადგინონ სუბკონტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია განცხადების მე-12 პუნქტის შესაბამისად. არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანები ქართულ ენაზე. სატენდერო წინადადების წარმოდგენა დასაშვებია როგორც ერთ, ასევე რამოდენიმე ლოტზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლენილი იქნება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.
- სატენდერო წინადადების წარდგენისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მისამართზე: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 6. ადმინისტრაციული დეპარატამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო, მე-4 სართული, სატენდერო კომისიის აპარატი, ოთახი № 410. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველმა პირმა საფასური უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე.
7.1 საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოუდგენლობის შემთხვევაში არ მოხდება სატენდერო წინადადების განხილვა და კონვერტი გაუხსნელად დაუბრუნდება პრეტენდენტს.
7.2 სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.spa.ge) მითითებულ ანგარიშზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – მიმღების ბანკი: ს.ს. „ბანკი რესპუბლიკა“ ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი 220101757; მიმღები: ს.ს.ი.პ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მიმღების ანგარიშის № 10591718543; გადახდის დანიშნულება: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საწვავის ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური.
- ტენდერში მონაწილეობის მსურველთა მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები უნდა იყოს ხელმოწერილი ფიზიკური პირის ან პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებული ბეჭდით, ხელმოუწერელი სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
- ალტერნატიული სატენდერო წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
- დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემებს და სატენდერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირებს.
- პრეტენდენტების საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების გახსნა და შერჩევა მოხდება 2010 წლის 18 თებერვლის 14 საათზე. მისამართზე: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 6. მე-4 სართული. საკონფერენციო დარბაზი. პრეტენდენტებს უფლება აქვთ დაესწრონ გახსნის პროცესს.
- საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
იურიდიული პირებისათვის:
ა) ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
ბ) ცნობა სასამართლოდან რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან რომ არ მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
დ) ცნობა შსს-დან, რომ მისი ხელმძღვანელები არ არიან მსჯავრდებულები და მოცემულ მომენტში მათ მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულებისათვის.
ე) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ
ვ) ამონაწერი საგადასახადო ინსპექციიდან რეგისტრაციის შესახებ.
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში.
თ) ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) მისაწოდებელი საქონლის შესაბამისობის /ან ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ფიზიკური პირებისათვის:
ა) ცნობა უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ ფიზიკური პირი ქმედუნარიანია.
ბ) პირადობის მოწმობის ასლი
- გ) ცნობა შსს-დან, რომ მოცემულ მომენტში მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის.
დ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
ე) ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
ვ) ცნობა სასამართლოდან რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში.
თ) ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) მისაწოდებლი საქონლის შესაბამისობის და/ან ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
- განცხადების მე-12 პუნქტში მითითებული ცნობები (მათი მოქმედების ვადების გათვალისწინებით) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი გაცემული უნდა იყოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდგომ.
- ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მექანიზმი, საბანკო გარანტიის სახით, სატენდერო წინადადების ჯამური ღირებულების 1 %-ის ოდენობით, ხოლო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
- ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი, საბანკო გარანტიის სახით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3 %-ის ოდენობით.
- საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტი მე-6 პუნქტით დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს მე-12 პუნქტსა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ყველა შესაბამის დოკუმენტსა და ინფორმაციას, ან თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ განიხილება და გაუხსნელად უბრუნდებათ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირებს.
- განცხადების მე-12 და მე-14 პუნქტებში მითითებული ცნობები, წერილი და დოკუმენტები შერჩევის ეტაპზე შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.
- შესყიდვის საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 150350 ლარს.
შენიშვნა:
აღნიშნულ ტენდერზე სატენდერო წინადადებების შერჩევის შემდეგ, სატენდერო წინადადებების შეფასებამდე განხორციელდება ზეპირი ვაჭრობა, მისამართზე: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 6. მე-4 სართული. საკონფერენციო დარბაზი. ზეპირი ვაჭრობის კონკრეტული თარიღი და დრო შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს ეცნობებათ წერილობით.
დამატებითი ინფორმაცია
სახელმწიფო შესყიდვები რეგულირდება შემდეგი საკანონმდებლო აქტებით:
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“;
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია სატენდერო კომისიის აპარატში, აგრეთვე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას მოსაკრებლის გადახდამდეც.
დამატებითი ცნობებისათვის მიმართეთ სატენდერო კომისიის აპარატს, მისამართზე ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. № 6 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო, მე-4 სართული, ოთახი № 410. ტელეფონი: 72-72-59. საკონტაქტო პირები: დავით ტაბატაძე, დავით რაზმაზიშვილი.
სატენდერო კომისია
|
|
|
|
|