You need an Adobe Flash Player to access this site.

Download Adobe Flash Plug-In
ტენდერები
განცხადება თეთრყვავილას კულტივირებული ნაკვეთების დათვალიერების შესახებ
დასაწყისი: 1 მარტი / ბოლო თარიღი: 5 მარტი

გაცნობებთ, რომ  11-14 მარტს დაგეგმილია კიუს ბოტანიკური ბაღის ექსპერტის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანია თეთრყვავილას (Galanthus woronowii) კულტივირებული ნაკვეთების დათვალიერება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, არა უგვიანეს 5 მარტისა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურს მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია თეთრყვავილას (Galanthus woronowii) კულტივირებული ნაკვეთების თაობაზე:

1. ნაკვეთის მდებარეობა (მხარე, რაიონი, სოფელი, თუ შესაძლებელია, GPS კოორდინატებიც);
2. ნაკვეთის მეპატრონის ვინაობა (სახელი, გვარი);
3. ნაკვეთის ფართობი (მ2)
4. რამდენი წელია, რაც ხდება ნაკვეთზე თეთრყვავილას კულტივირება;
5. ნაკვეთზე არსებული ბოლქვების წარმოშობა;
6. საშუალო წლიური მოსავალი (კგ-ებში, ან საექსპორტო ზომის ბოლქვების რაოდენობა);
7. როდის იქნა ბოლქვები ამოღებული უკანასკნელად (რომელ წელს);
8. შეივსო თუ არა ბოლქვების მარაგი ბუნებრივი გარემოდან, რა რაოდენობით და როდის (თუ ასეთი შევსება მოხდა);
9. მდებარეობს თუ არა ნაკვეთი ბუნებრივი პოპულაციის სიახლოვეს.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: biodepbio@moe.gov.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კულტივირებული ნაკვეთები დათვალიერებული იქნება შერჩევით და აღნიშნული შესწავლის მიზანი არ არის მათთვის თეთრყვავილას ხელოვნურად მოშენების ნაკვეთის სტატუსის მინიჭება.
 

© 2009 ყველა უფლება დაცულია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო