• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

15 May 2018 | „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის შესახებ“ საჯარო განხილვა (en)

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - - „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის შესახებ“.

პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ევროკომისიის რეგულაციის REGULATION (EC) No 1830/2003 OF THE EUROPEAN PARLIAMENT

AND OF THE COUNCIL of 22 September 2003 concerning the traceability and labelling of genetically modified organisms and the traceability of food and feed products produced from genetically modified organisms and amending Directive, ევროკომისიის რეკომენდაციის - COMMISSION RECOMMENDATION of 4 October 2004 on technical guidance for sampling and detection of genetically modified organisms and material produced from genetically modified organisms as or in products in the context of Regulation (EC) No 1830/2003, და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

 

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 10 ივნისამდე

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან ლაფერაშვილი.   ketevan.laperashvili@mea.gov.ge

 

პროექტი გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ

 

ტექნიკური რეგლამენტი - „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის შესახებ“ 

 

 

Partners