• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

22 May 2018 | საქართველოს კანონის პროექტის „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საჯარო განხილვა (en)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა საქართველოს კანონის პროექტზე „ბიომრავალფეროვნების შესახებ“. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმეორებით საჯაროდ ქვეყნდება კანონპროექტი, რომელიც ა/წ 8 მაისს გამოქვეყნებული იყო სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, Facebook გვერდსა და სხვა წყაროების საშუალებით.

 

დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება 2018 წლის 31 მაისს 10:30-18:00 სთ-ზე. შეხვედრის ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით. შეხვედრაზე მუხლობრივად იქნება განხილული წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები.

 

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით გთხოვთ, საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარ დაგვიდასტუროთ დასწრება არაუგვიანეს 25 მაისისა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: liana.giorgadze@mepa.gov.ge;

 

საქართველოს კანონი ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ

 

 

Partners