• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

სამინისტროს შესახებ (en)

1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, საქართველომ იკისრა ვალდებულება - დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლება - ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებას. საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ მიღებული იქნა 1996 წელს.

საქართველოში პირველი სახელმწიფო გარემოსდაცვითი ორგანო შეიქმნა 1974 წელს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სახით. მისი საქმიანობა ძირითადად სახელმწიფო კონტროლისა და დარგთაშორისი კოორდინაციის ფუნქციით შემოიფარგლებოდა. 1991 წელს კი შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემის ორგანიზება; გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, მიზნობრივი პროგრამების, გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, მოქმედებათა ეროვნული პროგრამის და სამენეჯმენტო გეგმების შემუშავება და განხორციელება, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების, ქვეყნისათვის დამახასიათებელი იშვიათი, საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების, თვითმყოფადი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების სფეროში სახელმწიფო მართვის (რეგულირება, ლიცენზირება, აღრიცხვა, ზედამხედველობა და კონტროლი) ფუნქციის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.

სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას და გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;

2014 წლის მდგომარეობით, საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში რატიფიცირებული საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან, სამინისტრო კოორდინაციას უწევს 15 საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციის, მათი 5 ოქმის და 3 შეთანხმების განხორციელებას. სამინისტრო ასევე ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს და მონაწილეობს 8 საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციისა და ოქმის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებებში, რომელთა მხარეც საქართველო ჯერ არ არის.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირების მიზნით 3 წელიწადში ერთხელ წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს - ეროვნული მოხსენებას, რომელშიც ასახულია ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, წარმოდგენილია ინფორმაცია გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით მიმდინარე გარემოსდაცვითი საქმიანობის შედეგების თაობაზე, გაანალიზებულია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის გარემოზე ზემოქმედება.

 

 

Partners