• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

სამინისტროს სტრუქტურა (en)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტრომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შედგებოდა 50-მდე კანონპროექტისაგან. ამ ცვლილებათა თანახმად, რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტრო ახორციელებს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვასაც (გარდა ნავთობისა და გაზისა). სამინისტროს ამჟამინდელი სახელწოდებაა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

 

სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: 

 

  • გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობის სახელმწიფო მართვა; 
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; 
  • გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; 
  • საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
  • ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება; 
  • გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი; 
  • დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი; 
  • ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი; სამეცნიეროკვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; 
  • გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება; გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა; 
  • ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება; 
  • „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; 
  • საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი; 
  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება; 
  • ნარჩენების მართვის ორგანიზება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
  • წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ; 
  • კომპეტენციის ფარგლებში მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება; 
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ
  • მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; 
  • კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან; კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მიღება (გამოცემა); 
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება.


სამინისტროს შემადგენლობაში შედის ხუთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი:
• დაცული ტერიტორიების სააგენტო;
• გარემოს ეროვნული სააგენტო;
• სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა;
• ეროვნული სატყეო სააგენტო;
• გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

აგრეთვე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

სამინისტროს სისტემაში შეიქმნა ახალი მიმართულებების, კერძოდ, ტყის პოლიტიკის, მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახურები.
ყოფილი სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ფუნქციები მათი უფლებამოსილებების ფარგლებში ნაწილდება: 
• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტზე;
• საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე;
• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - სატყეო სააგენტოზე;
• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოზე.

 

 

Partners