Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახური (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახური (en)

           ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

  •  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
  •  ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
  • ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ  მოთხოვნათა შესრულების ორგანიზება;
  • ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;
  •  (ამოღებულია - 18.12.2015, №638);
  •  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
  •  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხარეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 

           

           მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6 ტელ: (995 32) 2 72 72 28

      

          სამსახურის უფროსი ქეთევან კორძახია

 

 

Partners