Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური (en)

ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

  • ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, მათი ჰაბიტატების და ზოგადად      ეკოსისტემების) დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება და/ან ამ პროცესში      მონაწილეობა;
  • ბიოლოგიური რესურსების (გარდა ტყის მერქნიანი სახეობების) მდგრადი გამოყენების პრინციპებზე      დაფუძნებული მართვა;
  • საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და      რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი რესურსების მდგრადი      გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა;
  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების
  • დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმწიფო      პოლიტიკის შემუშავებაში და მისი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და      განხორციელების კოორდინაცია;
  • ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული      ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
  • გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება;
  • „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (ჩIთEშ)      კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/     ადმინისტრირება;
  • საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში    მონაწილეობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების      განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა;
  • სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავება;
  • სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და      მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 
 
მისამართი:  თბილისი,  ორთაჭალა,  გ. გულუას ქუჩა  N6
ტელ: (995  32)   272  72  31/32
ელ-ფოსტა:  biodepbio@moe.gov.ge

 

 

 

 

Partners