Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო (en)

 

 

 ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების დროული წარმოება;
ბ) ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების წარმოება და თავისდროულ გაფორმებასა და
მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე წინასწარი კონტროლის განხორციელება;
გ) კონტროლის დაწესება სახსრების ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე
(ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი
ცვლილებების გათვალისწინებით), აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;
დ) წლიური და კვარტალური დეკლარაციებისა და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი
დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;
ე) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დარიცხვა და
კონტროლი გაცემაზე;
ვ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება;
ზ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა და დოკუმენტების
დამუშავება;
თ) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელება;
ი) მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, დებიტორებთან და კრედიტორებთან
ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული
განსაზღვრა და აღრიცხვაში მისი ასახვა;
კ) საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვაზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემით
სარგებლობა;
ლ) ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ბუღალრტული დოკუმენტაციის
ასახვა;
მ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირებიდან დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების (ბალანსები) 
დროულად და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ ვადებში მიღება;
ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს ნაერთი ფინანსური ანგარიშგების
(კონსოლიდირებული ბალანსი)  შედგენა დ ა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში
დადგენილ ვადაში წარდგენა;
ო) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების დაყვანა
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამდე, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებამდე;
პ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

 

 

Partners