• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

საბიუჯეტო სამმართველო (en)


სამმართველოს უფროსი ნინო სამუშია

 

საბიუჯეტო სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:


ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში, სამინისტროს მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების  ოდენობების, მიზნებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა დამტკიცებული დანართების შესაბამისად;


ბ) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესის
კოორდინაცია;


გ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინაციით სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;


დ) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში;


ე) ბიუჯეტით დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის და ასიგნებების ფარგლებში (აუცილებლობის შემთხვევაში) სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება;


ვ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, აუცილებლობის შემთხვევაში,  სამინისტროს აპარატის, სამინისტროს დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ  პროექტის მომზადება და  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  წარდგენა;


ზ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან  არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯთაღრიცხვების, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მათ მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების მინისტრთან შესათანხმებლად წარდგენა;


თ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან  წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არასაბიუჯეტო შემოსავლების დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში, აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილების შეტანა და შესაბამისი ელექტრონული ცნობის საფუძველზე ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget) ასახვა;


ი) საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად დადგენილ ვადებში, სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;


კ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებიდან მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების და ქვეპროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული, ყოველკვარტალური ინფორმაციის მიღება, დამუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;


ლ) სამინისტროს მიერ კონტროლირებადი არასაგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მომზადება;


მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველანაირი საბიუჯეტო შენატანების ყველა დონის ბიუჯეტებში მობილიზაციის ანალიზი;


ნ) შემოსული განცხადებების საფუძველზე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ზედმეტად, ან შეცდომით ჩარიცხული თანხების, ან სხვა შემოსულობების სწორი დანიშნულებით ბიუჯეტში გადატანის, ან უკან დაბრუნების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;


ო) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველყოფა;


პ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6;  ტელ: (995 32) 2 72 72 61

 

 

 

Partners