Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (en)

           გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი
           ამოცანებია:

 

  •  გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადების კოორდინაცია და ამ  პროგრამების შესრულების მონიტორინგი;
  • ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;
  • გარემოს დაცვის ეფექტიანი სისტემის დაგეგმვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;
  • გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება;
  • გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა;
  • გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობის კოორდინაცია;
  • კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/ საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;
  • საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების ინიციირება და პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში  შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საერთაშორისო წყაროების  დაფინანსებით მიმდინარე და დასრულებული პროექტების ელექტრონული ბაზის წარმოება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

         სამსახურის უფროსი ნინო თხილავა 

 

 

Partners