• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

კლიმატის ცვლილების სამმართველო (en)

კლიმატის ცვლილების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და
განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების
შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი;
გ) კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და
კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; „დაბალემისიანი განვითარების
სტრატეგიის“ მომზადების ორგანიზება;
დ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის
ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების
ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი;
ე) კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციისა და სათბურის გაზების ემისიების შემარბილებელი
ტექნოლოგიების მოკვლევა/მოძიება და ანალიზი მათი საჭიროების შეფასებისა და დანერგვის მიზნით;
ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისადმი (შემდგომში
http://www.matsne.gov.ge 36016000022023016421
„კონვენცია“) საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია, შესაბამის
დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით;
ზ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული შესრულება და ანგარიშის
კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა;
თ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კიოტოს ოქმით
(შემდგომში „ოქმით“) განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა
განვითარების მექანიზმის (სგმ) ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია;
ი) კონვენციის გადაწყვეტილებების ანალიზი, ქვეყნის პოზიციის შემუშავება და კონვენციის მხარეთა
კონფერენციებზე და კონვენციის დამხმარე ორგანოებში მოლაპარაკებებზე მისი წარდგენა-დაცვა;
კ) კონვენციის ორგანოებში და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში, ასევე კლიმატის ცვლილებასთან
დაკავშირებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს აქტიური
მონაწილეობის უზრუნველყოფა/ხელშეწყობა;
ლ) კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში საზოგადოების სხვადასხვა
ფენებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 

 

Partners