• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველო (en)

 

სამმართველოს უფროსი ნინო თანდილაშვილი

 

პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლშემოქმედებითი სამმართველო ახორციელებს:

 


ა)დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების
მომზადებას; 


ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების
მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;


გ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების
მომზადებას;

დ) გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და
კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ
ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე;



ე) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციას და
სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით
მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფას;


ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების ვიზირებასა და
საქართველოს მთავრობაში მათი წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;

ზ) სამინისტროს სისტემის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობას და
შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხის შედგენას, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით
გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი
დაწესებულებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის
გამოთხოვას;


თ1) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული დავალებების შესრულებისა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის
საქართველოს პარლამენტის ან/და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას;


თ2) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და ახდენს შესაბამის
რეაგირებას; 


ი) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებაში
მონაწილეობას;


კ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლებრივი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ შეხვედრებში,
კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას;


ლ) შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით წერილობითი ინფორმაციისა და
ანგარიშების გამოთხოვას შესაბამისი ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან;


მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ: (995 32)  2 72 72 29

 

 

 

 

Partners