• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო (en)

 

 

სამმართველოს უფროსი ნინო სამადაშვილი

 

სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო :

 


ა) ახორციელებს სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სამართალდამცავ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;


ბ) ამზადებს განცხადებებს, სასარჩელო განცხადებებს, კერძო საჩივრებს, შესაგებლებს, შეგებებულ სარჩელებს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებსა და შესაგებლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციას;


გ) ახორციელებს სამინისტროში შემოსული განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრებისა და წერილების განხილვას;


დ) ახორციელებს სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზს და მის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;


ე) დეპარტამენტის უფროსის დავალებით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებს სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;


ვ) (ამოღებულია - 11.12.2014; №153);


ზ) ახორციელებს წარმომადგენლობას სამინისტროს საქმიანობისას წარმოშობილ ქონებრივ დავებზე;


თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ: (995 32)  2 72 72 29

 

 

 

 

Partners