Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 კლიმატის ცვლილების სამსახური (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

კლიმატის ცვლილების სამსახური (en)

კლიმატის ცვლილების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

 

  • კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი;
  • კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • „დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის" მომზადების ორგანიზება;
  • კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია;
  • სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული შესრულება და ანგარიშის კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 

 

 

Partners