Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 პროექტების კოორდინაციის სამმართველო (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

პროექტების კოორდინაციის სამმართველო (en)

 

სამმართველოს უფროსი თეა ლევიძე 

 

პროექტების კოორდინაციის სამმართველო:

 


ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების ინიცირებას;


ბ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგს;


გ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს ამავე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტში მითითებული პროექტების ელექტრონული ბაზის მუდმივ განახლებას;


დ) პერიოდულად აწყობს შეხვედრებს პროექტების ხელმძღვანელებთან;


ე) ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს პროექტების მიმდინარეობის შესახებ:


ვ) უზრუნველყოფს დასრულებული პროექტების შესახებ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან ანგარიშების მიღებას;


ზ) საპროექტო წინადადებების სამართლებრივი და ფინანსური საკითხების სრულყოფის მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;


თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

მისამართითბილისიორთაჭალაგულუას ქუჩა N6; ტელ:  (995 32) 2 72 72 73

 

 

 

Partners