Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 წყლის რესურსების მართვის სამსახური (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

წყლის რესურსების მართვის სამსახური (en)

წყლის რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

 

  • ზედაპირული (მათ შორის შავი ზღვის) წყლის რესურსების მართვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა;
  • წყლის რესურსების მართვასთან და შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
  • ზედაპირული წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და წყლის ობიექტებში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ზედაპირული წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
  • ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
  • წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება;
  • მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელისო ბარნოვი 

 

 

 

 

Partners