• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (en)

ეროვნული სატყეო სააგენტო არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.  
სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ტყის ფონდის დაცვის, ტყეების აღდგენა-განახლებისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ტყეების დაცვა ხანძრისგან, უკანონო ჭრისაგან, მავნე მწერებისა და დაავადებებისაგან, ნიადაგდაცვითი, წყალშემნახავი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციების მქონე ტყეების შენარჩუნებისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება, ტყის რესურსების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელება, სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

 

Partners