• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (en)

 

გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 29 აგვისტოს შეიქმნა. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების და მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირების შემთხვევაში შესაბამისი გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის უზრუნველყოფა, გეოდინამიკური პროცესების, გეოლოგიური გარემოს საინჟინრო-გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება, წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა, გეოლოგიურ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ, ასევე მიწის რესურსების სახელმწიფო ფონდში საინფორმაციო ფონდის შექმნა და მართვა, საქართველოს ტყის საინფორმაციო ფონდის შექმნა და მართვა, ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლება, გარემოსდაცვითი ინფორმაციული ბაზების შექმნა, სანაპირო ზონების მონიტორინგი, საქმიანობის სფეროს მიხედვით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა.
ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი, გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპატრამენტი.


მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ქ. N154 
ტელ: (995 32) 243 95 43

 

 

 

Partners