დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავების განთავსება (1000 კუბ.მ-ზე მეტი)
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ბლექ სი გრუპი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. აღაიანი
საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2017 წელი, 7 თებერვალი, 15:00 საათი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ. N6.
საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 იანვრამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გულუას ქ. N6.
საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (32) 272-72-60.
გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი