• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

03 January 2018 | ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია (en)

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის ვალდებულება ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან

ნარჩენების   მართვის   კოდექსის  26-ე   მუხლის  თანახმად, რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები:

ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება;

ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;

გ) არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება;

დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის

მოწყობა და ოპერირება;

ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება.

 

რეგისტრაციის პროცედურები და მოთხოვნები განისაზღვრება ,,ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 დადგენილებით ( https://matsne.gov.ge/ka/document/download/3237277/2/ge/pdf ).

საქმიანობების რეგისტრაციის მიზნით რეგისტრაციის განაცხადის ფორმების შევსება და სამინისტროში წარდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით შემდეგ ვებგვერდზე http://waste.moe.gov.ge .  

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახური, ტელ: 272 72 27

 

 

 

Partners