• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

03 April 2018 | ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე: გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის გ-3-2 გამანაწილებლის რეაბილიტაცია (en)

განცხადება ღია კონკურსის ჩატარების შესახებ

 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის  (IFAD)
სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტი (AMMAღ)
 
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული “სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტი” (AMMAღ) იწვევს გამოცდილ ადგილობრივ კომპანიებს გამოხატონ ინტერესი შემდეგი დავალების შესასრულებლად:
 
ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე:
 
გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის 
გ-3-2 გამანაწილებლის რეაბილიტაცია


1. ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლის დავალება განხორციელდება “სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის” (AMMAღ) სასოფლო ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების კომპონენტის ფარგლებში. პროექტის  (AMMAღ) მიზანია საქართველოს სოფელში მცხოვრები ქალების და მამაკაცების შემოსავლების ზრდა და სიღარიბის შემცირება. განვითარების მიზანია კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის  ღირებულებათა ჯაჭვში ინვესტირების სტიმულირება მცირემიწიანი ფერმერების შემოსავლების გასაზრდელად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 
 
2. ამჟამად პროექტი იწყებს გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის გ-3-2 გამანაწილებლის რეაბილიტაციას დეტალური პროექტი და ნახაზები მოიპოვება დეპარტამენტში.
 
ზემოთაღნიშნული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მიზნით პროექტი გეგმავს ხელშეკრულების გაფორმებას ტექნიკური ზედამხედველობის კონსულტანტ კომპანიასთან (შემდგომში “ტექნიკური ზედამხედველობის კომპანია”).
 
დავალების მიზანია, ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მაღალი ხარისხის უზრონველყოფა, რომელიც ამასთანავე გულისხმობს სამუშაოების სრულ შესაბამისობას პროექტთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან, ნახაზებთან და სხვა საკონტრაქტო დოკუმენტაციასთან და სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებას.
 
წინამდებარე დავალების შესაბამისად დეპარტამენტის ინჟინერ-კონსულტანტის/ზედამხედველის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ და ინფრასტრუქტურის მესაკუთრის (შპს `საქართველოს მელიორაცია”) წარმომადგენელთან თანამშრომლობით ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიამ ორგანიზება უნდა გაუწიოს და განახორციელოს პროექტის ფარგლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა. ტექნიკური ზედამხედველობის  კომპანია პასუხისმგებელი იქნება სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის საერთო ზედამხედველობაზე, საქართველოს კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის II თავის  გ. ნაწილის (ხარისხის კონტროლი) და ბ. ნაწილის (ხარჯების კონტროლი) დებულებების  შესაბამისად. 
ზედამხედველობისთვის საჭირო მთელი აღჭურვილობა (პერსონალისთვის მანქანების ჩათვლით), ასევე საზომი და საკონტროლო ინსტრუმენტები ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.   
 
3. მომსახურების ხანგრძივობაა 8 თვე და 12 თვე დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი, სულ 20 თვე. დავალების სავარაუდო დაწყების თარიღია 2018 წლის მაისი.  
 
4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფირმის მიმართ:
 

  1.   მსგავსი პროექტებისთვის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების გამოცდილება;
  2.  მინიმუმ 3 მსგავსი განხორციელებული პროექტი; საზედამხედველო კომპანიას უნდა ჰქონდეს ტექნიკური ზედამხედველობის გამოცდილება შემდეგ ან მსგავსი ტიპის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კერძოდ: სარწყავი არეხები; სადრენაჟე არხები; კოლექტორები, მილსადენები; ჰიდროტექნიკური ნაგებობები; გზები; ხიდები; სამოქალაქო/სამრეწველო ნაგებობები.
  3.  ფირმის მიერ შემოთავაზებული სპეციალისტების კვალიფიკაცია და გამოცდილება შესაბამის დარგში.

 
ზედამხედველების ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს უმაღლესი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ტექნიკური სპეციალისტებით. შესაბამისი პროფესიული გამოცდილება ნიშნავს მსგავსი ხასიათის სამშენებლო პროექტებში შესაბამის სფეროში მუშაობის ფაქტიურ გამოცდილებას.
ზედამხედველობისა და კონტროლისთვის საჭირო პერსონალი, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს გამოცდილ (1) ჯგუფის ხელმძღვანელს/მშენებელ ინჟინერს, (2) საველე ზედამხედველებს და (3) ტოპოგრაფს.
 
1.   ჯგუფის ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

•      უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური კვალიფიკაცია სამშენებლო საინჟინრო საქმეში და საქართველოს  სამშენებლო სტანდარტების და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
•      ზედამხედველობის მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის ჩათვლით;
•      მრავალდისციპლინარულ გუნდთან და სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება;
•      საინჟინრო პროექტირების მოთხოვნების და საქართველოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცედურების ცოდნა;
•      პრაგმატული, შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისადმი და კონტრაქტორებსა და სოფლის მოსახლეობასთან ეფექტური მუშაობის უნარი.
 
2.  საველე ზედამხედველის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
•      უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური კვალიფიკაცია სამშენებლო საინჟინრო საქმეში და საქართველოს  სამშენებლო სტანდარტების და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
•      ზედამხედველობის მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის ჩათვლით;
•      მრავალდისციპლინარულ გუნდთან და სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება;
•      საინჟინრო პროექტირების მოთხოვნების და საქართველოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცედურების ცოდნა;
•      პრაგმატული, შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისადმი და კონტრაქტორებსა და სოფლის მოსახლეობასთან ეფექტური მუშაობის უნარი.


 3.  ჯგუფის ტოპოგრაფის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
•      უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური კვალიფიკაცია სამშენებლო საინჟინრო საქმეში და საქართველოს  სამშენებლო სტანდარტების და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
•      ზედამხედველობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის ჩათვლით;
•      მრავალდისციპლინარულ გუნდთან და სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება;
•      საინჟინრო პროექტირების მოთხოვნების და საქართველოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცედურების ცოდნა;
•      პრაგმატული, შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისადმი და კონტრაქტორებსა და სოფლის მოსახლეობასთან ეფექტური მუშაობის უნარი.
 
5. ადგილობრივი ტექნიკური ზედამხედველობის კომპანია შერჩეული იქნება კვალიფიკაციის მიხედვით.
 
6. ინტერესის შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ წერილობით ჩვენ ელ-ფოსტაზე. ინტერესის გამოხატვის წერილი შეიძლება ელექტრონულად გამოგზავნილი იყოს და თან უნდა დაერთოს:

  1.  მოკლე ინფორმაცია თქვენ ფირმაზე;
  2.  მსგავსი განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი (პროექტის განხორციელების, ვადების, დამკვეთის და ღირებულების ჩათვლით);
  3. ინფორმაცია ამ დავალებისთვის შემოთავაზებული პერსონალის შესახებ (კვალიფიკაციისა და გამოცდელების დეტალური აღწერილობა - ჩV).

 
ინტერესის გამოხატვის წერილი ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ 2018 წლის 19 აპრილის 12 სთ-მდე შემდეგ მისამართზე:
 


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის გამზირი #6, მე-3 სართული, ოთახი 309
0159 თბილისი, საქართველო
ტელ.: (+995 32) 237-80-38/1521
ელ-ფოსტა: Lევან.თსკჰოვრებასჰვილი@მოა.გოვ.გე
ცც: Nანა.Kუპუნია@მოა.გოვ.გე

 

 

Partners