• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

18 July 2018 | „დაცული ზონა და მცენარის პასპორტი“ - პროექტის საჯარო განხილვა (en)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 01.06.2018 წლის N 2-407 ბრძანების საფუძველზე „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მოსამზადებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მცენარეთა დაცვის სფეროში დაასრულა მუშაობა მთავრობის დადგენილების პროექტზე:

 

„დაცული ზონა და მცენარის პასპორტი“ დამტკიცების თაობაზე, რომელიც ეფუძნება: ევროკომისიის 92/105 დირექტივით („COMMISSION DIRECTIVE 92/105/EEC of 3 December 1992 establishing a degree of standardization for plant passports to be used for the movement of certain plants, plant products or other objects within the Community, and establishing the detailed procedures related to the issuing of such plant passports and the conditions and detailed procedures for their replacement“); ევროკომისიის 2005/17 დირექტივით („COMMISSION DIRECTIVE 2005/17/EC of 2 March 2005 amending certain provisions of Directive 92/105/EEC concerning plant passports“); ევროკომისიის 92/70 EEC დირექტივით („COMMISSION DIRECTIVE 92/70/EEC of 30 July 1992 laying down detailed rules for surveys to be carried out for purposes of the recognition of protected zones in the Community“); ევროკომისიის 93/51 დირექტივით („COMMISSION DIRECTIVE 93/51/EEC of 24 June 1993 establishing rules for movements of certain plants, plant products or other objects through a protected zone, and for movements of such plants, plant products or other objects originating in and moving within such a protected zone“) განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 18 აგვისტომდე. საკონტაქტო პირი მანანა გაბრუაშვილი Manana.Gabruashvili@mepa.gov.ge

 

„დაცული ზონა და მცენარის პასპორტი“ 

 

 

 

Partners