• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

18 July 2018 | „ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობები“ - პროექტის საჯარო განხილვა (en)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 01.06.2018 წლის N 2-407 ბრძანების საფუძველზე „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მოსამზადებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მცენარეთა დაცვის სფეროში დაასრულა მუშაობა მთავრობის დადგენილების პროექტზე: „ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობების“ დამტკიცების თაობაზე, რომელიც ეფუძნება: „ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების მარკეტინგის შესახებ“ ევროსაბჭოს დირექტივა 68/193-ით ( Council Directive of 9 April 1968 on the marketing of material for the vegetative propagation of the vine (68/193)) განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 18 აგვისტომდე. საკონტაქტო პირი მანანა გაბრუაშვილი Manana.Gabruashvili@mepa.gov.ge

 

„ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობები“

 

 

Partners