• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

14 February 2017 | აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული ფორუმი (en)

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული ფორუმის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გრიგალავა, მაია ბითაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ესწრებოდნენ.

 

განსახილველი დოკუმენტები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა. გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ნარჩენების მართვა, სატყეო პოლიტიკა, გარემოს ხარისხის გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის შეფასება და ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზება - ეს ის თემებია რაზეც მხარეებმა იმსჯელეს.

 

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი შექმნილია ევროპის კომისიის ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიღწევას.

 

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხ თემატურ პლატფორმას, მათ შორის ერთ-ერთია გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება. სამუშაო შეხვედრა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

Partners