• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

14 July 2017 | ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ახალი შენობა (en)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ახალი ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად გახსნა.

 

შენობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და ადმინისტრაციას, ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეს აერთიანებს.

 

ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1998 წელს შეიქმნა. ის უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.

 

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები. ჭარბტენიან ტერიტორიებზე ტურისტებს ჭაობის თხილამურებით სარგებლობის საშუალება აქვთ.

 

კინტრიშის დაცული ლანდშაფტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13.893 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღ. დ.-დან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მოიცავს.

 

რელიქტური ტყეებითა და მცენარეთა ენდემური სახეობებით გამორჩეული ტერიტორია ვიზიტორებს ორ სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს სთავაზობს.

 

აჭარის რეგიონში 4 დაცული ტერიტორია ფუნქციონირებს, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი.

 

ვიზიტორთა ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

Partners