• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

13 September 2017 | მსოფლიო გარემოსდაცვითი განათლების მეცხრე კონგრესი (en)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა კანადაში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს, სადაც  ქ. ვანკუვერში მიმდინარე მსოფლიო გარემოსდაცვითი განათლების მეცხრე კონგრესის გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების მონაწილეებს ბრიტანეთის კოლუმბიის ლეიტენანტ-გუბერნატორმა, ჯუდიტ გიჩონმა და მაროკოს პრინცესა ლალა ჰასნამ მიმართეს.

კონგრესის გახსნითი სესია მიეძღვნა თბილისში 1977 წელს ჩატარებული პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციის - განათლება მდგრადი განვითარებისთვის - მე-40 წლისთავს. სესია ამ მოვლენისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმით გაიხსნა.

ეკატერინე გრიგალავამ ყურადღება გაამახვილა განათლების როლზე მდგრადი განვითარების სფეროში და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. ასევე ხაზი გაუსვა 1977 წელს ჩატარებულ კონფერენციაზე მიღებული “თბილისის დეკლარაციის” მნიშვნელობას, როგორც განათლება მდგრადი განვითარებისთვის ძირითადი პრინციპების ფუძემდებელ დოკუმენტს. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესზე მიიღეს საერთაშორისო კამპანიის დაწყების გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად, 14 ოქტომბერს მსოფლიო გარემოსდაცვითი განათლების დღის აღნიშვნას. კამპანიის თარიღი სიმბოლურად იქნა არჩეული, რადგან 1977 წლის 14 ოქტომბერს გაიხსნა თბილისის კონფერენცია.

კონფერენციის ფარგლებში ეკატერინე გრიგალავამ ორმხრივი შეხვედრა გამართა კონგრესის გენერალურ მდივან მარიო სალომონესთან, რომელზეც განიხლეს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით არსებული გეგმები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.

კონგრესი წარმოადგენს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომლის თემაა „კულტურა და გარემოს დაცვა”. კონფერენციაზე განხილულ იქნა გარემოსდაცვითი განათლებისა და განათლება მდგრადი განვითარებისთვის მიმართულებით არსებული ის საკითხები, რომლებიც ხაზს უსვამენ ურბანული ეკოსისტემებისა და ადგილობრივი ინიციატივების მნიშვნელობას გლობალურ დონეზე. ღონისძიება გაიმართა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UN Environment) მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

Partners