• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

13 September 2017 | შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე (en)

ვანკუვერში მიმდინარე მეცხრე მსოფლიო გარემოსდაცვითი განათლების კონგრესის პარალელურად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონის დირექტორს, ქეროლაინ კაზას შეხვდა. 

 

მხარეებმა  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ორივე ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროების საქმიანობის პრიორიტეტები, ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.

 

კანადის გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონის საქმიანობის ძირითადი სფეროებია წყლის რესურსების მართვა და მონიტინგი, ამინდის პროგნოზირება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცლილების პოლიტიკის შემუშავება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაცული ტერიორიების, ნარჩენების მართვის და ტყის ხანძრების საკითხებზე, ამ სფეროში კანადის გამოცდილების გათვალისწინებით.

 

ქეროლაინ კაზამ გამოატა მზადყოფნა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყების თაობაზე და შესაძლო ღონისძიებების განხორციელებაზე.

 

 

 

 

Partners