• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

20 April 2018 | მომავალ საჯარო მოხელეებს ბელარუსიდან ნოდარ კერესელიძე შეხვდა (en)

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელარუსის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის (SYMPA) საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე საჯარო მოხელეებს შეხვდა.


შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბელარუს საჯარო მოხელეებს გაერთიანებული სამინისტროს ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა.

 

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ქართული ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის, ღვინის დაყენების წესისა და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის შესახებ. 


აღსანიშნავია, რომ SYMPA საგანმანათლებლო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება ბელორუსში მოღვაწე მოაზროვნე საჯარო მოხელეებისთვის და პროგრამა მიზნად ისახავს წარმატებული რეფორმატორი ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე ბელარუსის რესპუბლიკაში მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას.

 

 

Partners