• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

16 May 2018 | ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის მორიგი განხილვა (en)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (NAHP) სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 31-ე შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვეტერინარული კერძო სექტორის, ვეტერინარული განათლების და ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (OIE) ინსტრუმენტებით ვეტერინარული სერვისების საქმიანობის შეფასების საკითხებს; ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს; ასევე, საქართველოში დაავადება თურქულის რისკებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ გეგმას.


სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამინისტროს ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. 


„2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის დასრულების შემდეგ, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (NAHP) სამეთვალყურეო ჯგუფი მენეჯმენტს სრულად გადაიბარებს. ვფიქრობ, შეძენილი გამოცდილების საფუძველზე, საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელებას შევძლებთ“. - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, ასევე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ევროკავშირის ( EU), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

Partners