• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

საჯარო ინფორმაცია (en)

ყველას აქვს უფლება, გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავსსახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: ეკატერინე ბენდელიანი

მისამართი:  0114,    ქ.თბილისი,     გ. გულუას ქ. #6

ტელეფონი: 32 2727234

ელ. ფოსტა:     foi@moe.gov.ge

 

 

საჯარო ინფორმაცია - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი,ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, საჯაროდაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული,შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებულიინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის (მოსაკრებლის) ანაზღაურების გარდა ("საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად);

"საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" კანონის შესაბამისად ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:

ა)  A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი - ერთი გვერდი - 0,05 ლარს;
ბ)  ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა - ერთი გვერდი - 0,10 ლარს;
გ)  კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკი - 2,65 ლარს;
დ)  დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკეტა - 1,3 ლარს;
ე)  ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე - 1 საათი - 2,75 ლარს;
ვ)  ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე - 1 საათი - 0,50 ლარს.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას (თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამინისტრო იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში ინფორმაცია გასცეს კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი სახით და პირს გადაახდევინოს შესაბამისი მოსაკრებელი);
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინის¬ტრ¬აციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციას გასცემს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, აგრეთვე უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ (იხილეთ აგრეთვე: ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია).

უარი საჯარო ინფორმაციაზე - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტავს მის უფლებებსა და გასაჩივრების წესს, იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან საჯარო დაწესებულების მითითებით, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას (ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა).

პერსონალური მონაცემების საიდუმლოობა

პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ანიდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირებაპირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური,ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ანკანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე,თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

კომერციული საიდუმლოება

კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის,საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად,მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ანტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანიმიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

პროფესიული საიდუმლოება

პროფესიული საიდუმლოება - ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულსაიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო საიდუმლოება

სახელმწიფო საიდუმლოება - ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველმონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების დამართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოსან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურწყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით ანშეთანხმებით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოდაცვას. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოებისშესახებ კანონმდებლობით.

 

 

 

Partners