Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ (en)

 

 

 

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს საქმიანობის
სფერო და ამოცანები:


ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების
შექმნა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი;


ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების
შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან;


გ) სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა;


დ) საწვავის ხარჯვა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლი, მინისტრის
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული ლიმიტების შესაბამისად;


ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილების, ასევე,
ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დეფექტური აქტების მომზადება და გაფორმებული ხელშეკრულების
შესრულების კონტროლი.


ვ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-სამეურნეო მომსახურების ორგანიზაცია;


ზ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია და
ზედამხედველობა;


თ) შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა და ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების
პერიოდულად განახლება;


ი) სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების
მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების განსაზღვრა სავარაუდო
მოცულობებისა და მიღებულ მონაცემების წარდგენა შესყიდვების სამმართველოსთვის.


კ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების
მონიტორინგს;


ლ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;


მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული
ფუნქციონირების ხელშეწყობა;


ნ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;


ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული
ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და
სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;


პ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

 

 

Partners