Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 4. ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

4. ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ (en)

 

სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები:


ა) წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება და კორექტირება;


ბ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოსათვის წარდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად;


გ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების
შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;


დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში
განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;


ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტების
მომზადება;


ვ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშების საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;


ზ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

 

Partners