• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

ჰაერი (en)

ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს სხვა კომპონენტებს შორის და მისი მნიშვნელობა დედამიწაზე ყველა ცოცხალი
ორგანიზმისათვის შეუფასებელია. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად, მთელ მსოფლიოში აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა. ტექნიკური პროგრესის შესაბამისად, მავნე გამონაბოლქვთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება და ცალკეულ კომპონენტთა კონცენტრაციები ხშირად აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

 

არახელსაყრელი გარემოს უარყოფითი შედეგები პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ზრდის ტენდენციასთან. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამაბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით 26 მნიშვნელოვანია მათი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე – ბავშვებსა და ორსულ ქალებზე.


მოსახლეობის ჯანმრთელობის, ეკოსისტემებისა და მატერიალური ფასეულობების მდგომარეობაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედება დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ ხარჯებთანაც. კერძოდ, მათ შორისაა ავადობისა და სიკვდილიანობის ზრდა, მკურნალობისა და პროფილაქტიკური მედიცინის ხარჯების ზრდა, შრომისუნარიანი ზრდასრული მოსახლეობის ავადმყოფობის ხარჯზე სამუშაო დღეების დაკარგვა და შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის მიღება, ეკოსისტემების განადგურება, მოსავლიანობის შემცირება, შენობების და ისტორიული ძეგლების დაზიანება, ტურისტული ადგილების ესთეტიკური ღირებულების გაუარესება და ა.შ. 

 

 

 

Partners