Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 ზედაპირული წყლები (en)
  • ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia

ზედაპირული წყლები (en)

 

 

საქართველოს ზედაპირული  წყლის რესურსები 

 


საქართველო ზედაპირული წყლის რესურსების სიუხვით გამოირჩევა რეგიონში. მიუხედავად ამისა, წყალზე მოთხოვნის პროგნოზირებული ზრდის და მოსალოდნელი კლიმატის ცვლილების ზეგავლენის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ზედაპირული წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული მიდგომების დამკვიდრება, რაც  უზრუნველყოფს წყლის მომხმარებელი ყველა სექტორის და ასევე, ეკოსისტემების საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინებას.

 

წყლის რესურსების ეფექტური მართვისათვის უმნიშვნელოვანესია წყლის რესურსების მდგომარეობის შესახებ სათანადო რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების არსებობა. გასულ წლებში მოხდა ზედაპირული წყლის რესურსების მონიტორინგის სისტემის გაძლიერება. კერძოდ, ამოქმედდა ახალი ჰიდროლოგიური დაკვირვების საგუშაგოები, გაიზარდა დაბინძურების მონიტორინგის წერტილების რაოდენობა, დაიწყო ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგის განხორციელება და სხვ. თუმცა, სრულყოფილი მონიტორინგის სისტემის შესაქმნელად ჯერ კიდევ მრავალწლიანი შრომა და მნიშვნელოვანი რესურსებია საჭირო.

 

საქართველოს ზედაპირული მტკნარი წყლის რესურსების დაბინძურების მთავარ წყაროდ კვლავ გაუწმენდავი მუნიციპალური ჩამდინარე წყლები რჩება, რაც მუნიციპალური ჩამდინარე წყლების შემკრები და გამწმენდი სისტემების გაუმართაობით არის განპირობებული. 2010-2013 წლებში განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს ჩამდინარე წყლების შემკრები სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე, იგეგმება ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. თუმცა, დიდი საინვესტიციო ხარჯებიდან გამომდინარე, ეს პროცესი ეტაპობრივად
განხორციელდება. 

 

 

მთიანი რელიეფის და ნალექების სიუხვის წყალობით საქართველო მტკნარი წყლის რესურსებით ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა ევროპაში. საქართველოს ტერიტორიაზე მოსული საშუალო წლიური ნალექის მნიშვნელობა 1,338 მმ-ს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური ნალექის მოცულობა – 93.3 კმ3-ს. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი განახლებადი მტკნარი წყლის რესურსების მოცულობა 14 ათასს მ3-ს უტოლდება. ევროპაში იგივე მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 9,3 ათას მ3-ს შეადგენს. საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა საერთო სიგრძით 60 ათასი კმ, რომელთა  99.5% 25 კმ-ზე ნაკლები სიგრძის, მცირეწყლიანი მდინარეებია. აქედან, უმეტესობა მთის მდინარეებია საშუალო სიგრძით 2.3 კმ. საქართველოს მთიანი რელიეფიდან გამომდინარე, ძალიან მცირეა გრძელი კალაპოტის ან დიდი ფართობის აუზის მქონე მდინარეების რაოდენობა – მხოლოდ 273 მდინარეა 25 კმ-ზე მეტი სიგრძით.


საქართველოს მდინარეების საშუალო წლიური ჩამონადენი დაახლოებით 61.45 მლრდ მ3-ს შეადგენს. აქედან, ქვეყნის შიგნით ფორმირებული ჩამონადენი 52.77 მლრდ მ3-ს უტოლდება, ხოლო ტრანზიტული ჩამონადენი, რომელიც დინების ზევით, თურქეთსა და სომხეთში წარმოიქმნება 8.68 მლრდ მ3-ია.

 

 

Partners