• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

მიწა (en)

 

 

მიწის რესურსები და ნიადაგები

 

მიწის რესურსებისა და ნიადაგების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად ქვეყანაში მიმდინარეობს მიწისა და ნიადაგის დეგრადაციის პროცესები. მიწის დეგრადაციის პრობლემა ყველაზე მეტად დგას კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. ბუნებრივი პროცესებიდან, რომლებიც გავლენას ახდენს მიწის რესურსების მდგომარეობაზე, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილება, ხოლო ანთროპოგენური ზემოქმედებიდან აღსანიშნავია არამდგრადი სასოფლოსამეურნეო პრაქტიკა, ტყის უკონტროლო გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, ხელოვნური ხანძრები, სამელიორაციო სისტემების მოშლა და სხვა. 

 

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორია 69.7 ათასი კმ2-ია. აქედან 2005 წლის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი 30.2 ათას კმ2-ს შეადგენს, საიდანაც სამიწათმოქმედო მიწებს (სახნავ მიწებს და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავებით დაკავებულ მიწებს) სულ 10.7 ათასი კმ2 უჭირავს იურიდიული სტატუსის მიხედვით, მიწები საქართველოში იყოფა სასოფლოსამეურნეო (40%) და არასასოფლო-სამეურნეო მიწებად (60%). ეს უკანასკნელი კატეგორია მოიცავს სახელმწიფო და ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიას, დაცულ ტერიტორიებს, წყლით დაკავებულ მიწებს (წყლის ფონდს), ურბანიზებულ 125 და სამრეწველო ტერიტორიებს, აგრეთვე გზებითა და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებით დაკავებულ ტერიტორიებს. 

 

გამოყენების თვალსაზრისით საქართველოს ტერიტორია შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად:

სამიწათმოქმედო ტერიტორია, ბუნებრივ-სამეურნეო ფართობი (ტყე, ბუჩქნარი, სათიბ-საძოვრები) და სოფლის და სატყეო მეურნეობაში გამოუყენებელი მიწები (დიაგრამა 8.4).

საქართველოს ტერიტორია 5 კლიმატურ სარტყელს და 8 ნიადაგურ ზონას მოიცავს. აქ თავმოყრილია 10 სხვადასხვა ნიადაგწარმომქმნელ ქანზე ფორმირებული 49 ნიადაგი. საქართველოში გავრცელებული ნიადაგების ძირითადი ტიპები მოცემულია დიაგრამაზე 8.5, მათი გავრცელების არეალები კი _ საქართველოს ნიადაგების რუკაზე (რუკა 8.2).

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ძირითადად გამოიყენება ყავისფერი, რუხყავისფერი, შავმიწა, ნეშომპალა-კარბონატული, სუბტროპიკული ეწერი, წითელმიწა,
ყვითელმიწა, ყომრალი, ლამიან-ჭაობიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საკმაოდ დიდი წილი (6,7%, 205 ათასი ჰა) კი უფრო დაბალნაყოფიერ, დამლაშებულ და ბიცობ ნიადაგებს უკავია. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 8% (300 ათასი ჰა) მჟავე, 7.3% (210 ათასი ჰექტარი) კი დაჭაობებული ნიადაგებია.

 

საქართველოში წარმოდგენილია ექვსი ვერტიკალური ზონა:


 I ზონა (ზღვის დონიდან 250 მ-მდე) _ უპირატესად გავრცელებულია
დასავლეთ საქართველოს მრავალწლიანი სუბტროპიკული კულტურები
(ციტრუსები, ჩაი, დაფნა).


 II ზონა (250-500 მ) _ მებაღეობა-მებოსტნეობის, მევენახეობის, ინტენსიური
მემინდვრეობის (ძირითადად სიმინდის) გავრცელების არეალი.


 III ზონა (500-1,000 მ) _ სჭარბობს თავთავიანი კულტურები, ბუნებრივი საკვები
სავარგულები, მეცხოველეობა.


 IV ზონა (1,000-1,500 მ) _ ძირითადად სათიბ-საძოვრებია, მემინდვრეობა
სუსტად არის განვითარებული.


 V ზონა (1,500-2,000 მ) _ ძირითადად სათიბ-საძოვრებია.


 VI ზონა (2,000მ-ის ზემოთ) _ მიწათმოქმედება არ არსებობს. 

 

 

Partners