• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

CITES (en)

 

 

რა არის CITES ? 

 

 

ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არის წლების განმავლობაში ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით არალეგალური, უკონტროლო და დაურეგულირებელი საერთაშორისო ვაჭრობა, რამაც გადაშენების საფრთხე შეუქმნა მცენარეთა და ცხოველთა მრავალ სახეობას.
1973 წელს ვაშინგტონში მიღებულ იქნა კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES). კონვენცია ძალაში შევიდა 1975 წლის 1 ივლისს.


ამჟამად კონვენციის მხარეა მსოფლიოს 178 ქვეყანა, საქართველო CITES-ს შეუერთდა 1996 წელს. კონვენცია მიზნად ისახავს ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირებას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მათ არსებობას. ყოველწლიურად ხდება ასობით მილიონი ველური მცენარისა და ცხოველის ამოღება ბუნებიდან სხვა ქვეყნებში მათი გაყიდვის მიზნით. მათ აგრეთვე მოიპოვებენ სხვადასხვა პროდუქტის, ეგზოტიკური ტყავის, ბეწვის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სუვენირებისა და სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად. ზოგიერთი მცენარის და ცხოველის მოპოვება ხდება ისეთი დიდი რაოდენობით, რომ მათ პოპულაციებს რეალურად დაემუქრათ გადაშენების საფრთხე.

 

საერთაშორისო ვაჭრობის ძირითად ობიექტებს წარმოადგენენ მაიმუნები, თუთიყუშები, ეგზოტიკური თევზები აკვარიუმებისათვის, სპილოს ძვალი, მარტორქის რქა, მოლუსკების ნიჟარები, მარჯანი, ნიანგისა და გველის ტყავი, ხიზილალა, კაქტუსები, ჯადვარები, ადრე გაზაფხულის მცენარეთა ბოლქვები და ა.შ.


კონვენცია ქვეყნებს ავალდებულებს, დაარეგულირონ და აკონტროლონ კონვენციის I, II და III დანართებში შესული ფლორისა და ფაუნის სახეობათა ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობა.
CITES-ის მიხედვით, „საერთაშორისო ვაჭრობა“ ნიშნავს კონვენციის დანართებში შეტანილი მცენარეების, ცხოველების ან მათი ნაწილების ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს და ინტროდუქციას ზღვიდან (სახელმწიფოში ნებისმიერი ისეთი სახეობის შეტანას, რომელიც მოპოვებულია ნეიტრალურ წყლებში).


კონვენციის თანახმად, ქვეყნები ვალდებული არიან, შექმნან ან დანიშნონ ერთი ან რამდენიმე ეროვნული ადმინისტრაციული და სამეცნიერო ორგანო. საქართველოში კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ეროვნულ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

 

 

ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

 

ამფიბიები

 

თევზები 

 

ძუძუმწოვრები 

 

ქვეწარმავლები

 

 

 

Partners