• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

წყალი (en)

 

ზედაპირული მტკნარი წყლები


საქართველო ზედაპირული წყლის რესურსების სიუხვით გამოირჩევა რეგიონში. მიუხედავად ამისა, წყალზე მოთხოვნის პროგნოზირებული ზრდის და მოსალოდნელი
კლიმატის ცვლილების ზეგავლენის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ზედაპირული წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული მიდგომების დამკვიდრება, რაც
უზრუნველყოფს წყლის მომხმარებელი ყველა სექტორის და ასევე, ეკოსისტემების საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინებას.

 

წყლის რესურსების ეფექტური მართვისათვის უმნიშვნელოვანესია წყლის რესურსების მდგომარეობის შესახებ სათანადო რაოდენობრივი და ხარისხობრივი
მონაცემების არსებობა. გასულ წლებში მოხდა ზედაპირული წყლის რესურსების მონიტორინგის სისტემის გაძლიერება. კერძოდ, ამოქმედდა ახალი ჰიდროლოგიური
დაკვირვების საგუშაგოები, გაიზარდა დაბინძურების მონიტორინგის წერტილების რაოდენობა, დაიწყო ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგის განხორციელება და სხვ.
თუმცა, სრულყოფილი მონიტორინგის სისტემის შესაქმნელად ჯერ კიდევ მრავალწლიანი შრომა და მნიშვნელოვანი რესურსებია საჭირო.

 

საქართველოს ზედაპირული მტკნარი წყლის რესურსების დაბინძურების მთავარ წყაროდ კვლავ გაუწმენდავი მუნიციპალური ჩამდინარე წყლები რჩება, რაც მუნიციპალური ჩამდინარე წყლების შემკრები და გამწმენდი სისტემების გაუმართაობით არის განპირობებული. 2010-2013 წლებში განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს ჩამდინარე წყლების შემკრები სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე, იგეგმება ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. თუმცა, დიდი საინვესტიციო ხარჯებიდან გამომდინარე, ეს პროცესი ეტაპობრივად
განხორციელდება. 

 

 

Partners