საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

26 დეკემბერი 2016 | წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა

 

 

,,წყლის შესახებ" და ,,სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, წყალმოსარგებლეები ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, წყლის რესურსების მართვის სამსახურში (ქ. თბილისი, გულუას ქ.#6, 0114) მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე წარმოადგინონ ,,სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №04-I-01" (წლიური), რომლის შევსება ხორციელდება "წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ" ინსტრუქციის შესაბამისად.

 

წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება სამრეწველო, ენერგეტიკული, სამშენებლო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოების, ორგანიზაციების და დაწესებულებების მიერ გამოყენებული წყლები.

 

სტატისტიკურ ანგარიშგებას ექვემდებარება ყველა წყალმოსარგებლე რომელიც:

ა) ჩამდინარე წყლებს უშვებს უშუალოდ ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლის ობიექტებში, აგრეთვე სანიაღვრე კანალიზაციაში, დამაგროვებლებში, ფილტრაციის მოედნებში, ამაორთქლებლებში, სამიწათმოქმედო რწყვის მინდვრებზე, ადგილის რელიეფზე და ა.შ.

ბ) ჩამდინარე წყლებს უშვებს საკანალიზაციო სისტემაში და აქვს საკუთარი წყალაღება ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლის ობიექტებიდან;

გ) ჩამდინარე წყლებს უშვებს საკანალიზაციო სისტემაში და წყალაღება აქვს წყალაღების სისტემიდან არანაკლებ 20 მ3/დღ-ში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების მიერ შევსებული ფორმების შეგროვება ხდება უშუალოდ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ 15 იანვრამდე.

 

 

პარტნიორები