საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

30 დეკემბერი 2016 | კასპის მუნიციპალიტეტში, შპს „ბლექ სი გრუპი“-ს ნავთობპროდუქტების (ბიტუმის) საცავების მიმდინარე საქმიანობის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკის საჯარო განხილვა

 

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელება: ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავების განთავსება (1000 კუბ.მ-ზე მეტი)

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ბლექ სი გრუპი“

 

დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. აღაიანი

 

საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2017 წელი, 7 თებერვალი, 15:00 საათი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ. N6.

 

საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 იანვრამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გულუას ქ. N6.

 

საწარმოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (32) 272-72-60.

 

ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში

გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი

 

 

 

 

პარტნიორები