საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

20 მაისი 2017 | გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის ტენდერი

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, 2017 წლის 19 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე, სადაც წარდგენილი იქნება გარემოს სინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მეორე კომპონენტის (გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის მაშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მოდულები და აპლიკაციები ) განვითარებისათვის (Development) შემუშავებული ტექნიკური დავალება.

 

ტექნიკური დავალება განთავსდება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ გვერდზე (www.eiec.gov.ge) და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესბეული კომპანიისათვის, რის შემდეგაც დეტლების დაზუსტება შესძლებელი იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში, ელ-ფოსტის საშუალებით, არაუგვიანეს ა/წ 25 მაისის 18:00 საათისა. ხოლო, რეკომენდაციების მოწოდება შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს ა/წ 26 მაისის 12:00 საათისა.

 

2016 წლის 13 დეკემბერს დაიწყო სისტემის განვითარების პირველი ეტაპი, რომელმაც მოიცვა მონაცემთა ადმინისტრირების, ცოდნის მართვის დომენი და კლიმატის საპილოტე სცენარი;

 

მეორე კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია 3 ანალიტიკური მოდელის სრული რეალიზაცია და სისტემის მოდულების განვითარება.

 

პროექტის “გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილია გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შექმნა/განვითარებ, რომელიც გარემოზე ზემოქმედების ტრენდების მონიტორინგის გზით, კერძოდ კი არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის (კლიმატის ცვლილება/ბიოლოგიური მრავალფეროვნება/ მიწის გაუდაბნოება და დეგრადაცია) თავმოყრისა და მუდმივი განახლების, ასევე სისტემის ანალიტიკურ საშუალებებზე დაყრდნობით მოგვცემს მართვის შესაძლებლობების განვითარების, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.

 

 

 

პარტნიორები