საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

22 სექტემბერი 2017 | გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსთა სერტიფიცირებას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსთა სერტიფიცირებას.


სასერტიფიკატო გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 დეკემბრამდე ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფისში, მისამართი: ბ. ჟღენტის ქ. #35, თბილისი.


სერტიფიცირება ხორციელდება სასერტიფიკატო გამოცდის/ტესტირების მეთოდით. საგამოცდო საკითხები იხ. ბმულზე: https://goo.gl/Qvjja2.


რეგისტრაციისთვის წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი იხ. ბმულზე: https://goo.gl/LkR3sn.


გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება ექნებათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსებს.
სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ ტექნიკოსებზე, რომლებიც ემსახურებიან 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: (032) 2 11 20 23
ელ. ფოსტა: info@eiec.gov.ge

 

 

პარტნიორები