საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

14 აგვისტო 2018 | ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე: გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში სალთვისის სარწყავი სისტემის ალტერნატიული პკ43+34-დან პკ92+30-მდე (გ-2-მდე) და ძლევიჯვარის (გ-2-მდე) არხების და მათი სხვა რიგის გამანაწილებლ

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის  (IFAD)
სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტი (AMMAR)
 
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული “სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტი” (AMMAR) იწვევს გამოცდილ ადგილობრივ კომპანიებს გამოხატონ ინტერესი შემდეგი დავალების შესასრულებლად:
 
ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე:
 გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში სალთვისის სარწყავი სისტემის ალტერნატიული პკ43+34-დან პკ92+30-მდე (გ-2-მდე)
და ძლევიჯვარის (გ-2-მდე) არხების და მათი სხვა რიგის გამანაწილებლების რეაბილიტაცია
 
1. ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლის დავალება განხორციელდება “სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის” (AMMAR) სასოფლო ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების კომპონენტის ფარგლებში. პროექტის  (AMMAR) მიზანია საქართველოს სოფელში მცხოვრები ქალების და მამაკაცების შემოსავლების ზრდა და სიღარიბის შემცირება. განვითარების მიზანია კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის  ღირებულებათა ჯაჭვში ინვესტირების სტიმულირება მცირემიწიანი ფერმერების შემოსავლების გასაზრდელად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 
 
2. ამჟამად პროექტი იწყებს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში სალთვისის სარწყავი სისტემის ალტერნატიული პკ43+34-დან პკ92+30-მდე (გ-2-მდე) და ძლევიჯვარის (გ-2-მდე) არხების და მათი სხვა რიგის გამანაწილებლების რეაბილიტაციის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად. დეტალური პროექტი და ნახაზები მოიპოვება დეპარტამენტში.
 
ზემოთაღნიშნული ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით პროექტი გეგმავს ტექნიკურ ზედამხედველობაში გამოცდილი ფირმის შერჩევას (შემდგომში “ტექნიკური ზედამხედველობის კომპანია”).
 
დავალების მიზანია, ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მაღალი ხარისხის უზრონველყოფა, რომელიც ამასთანავე გულისხმობს სამუშაოების სრულ შესაბამისობას პროექტთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან, ნახაზებთან და სხვა საკონტრაქტო დოკუმენტაციასთან და სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებას.
 
წინამდებარე დავალების შესაბამისად დეპარტამენტის ინჟინერ-კონსულტანტის/ზედამხედველის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ და ინფრასტრუქტურის მესაკუთრის (შპს `საქართველოს მელიორაცია”) წარმომადგენელთან თანამშრომლობით ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიამ ორგანიზება უნდა გაუწიოს და განახორციელოს პროექტის ფარგლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა. ტექნიკური ზედამხედველობის  კომპანია პასუხისმგებელი იქნება სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის საერთო ზედამხედველობაზე, საქართველოს კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის II ნაწილის, გ. თავის  (ხარისხის კონტროლი) და დ. თავის (ხარჯების კონტროლი) დებულებების  შესაბამისად. 
ზედამხედველობისთვის საჭირო მთელი აღჭურვილობა (პერსონალისთვის მანქანების ჩათვლით), ასევე საზომი და საკონტროლო ინსტრუმენტები ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.   
 
3. მომსახურების ხანგრძივობაა 9 თვე და 12 თვე დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი, სულ 21 თვე. დავალების სავარაუდო დაწყების თარიღია 2018 წლის სექტემბერი.  
 
4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფირმის მიმართ:
 
1. ზოგადი გამოცდილება: ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების გამოცდილება;
2. სპეციფიური გამოცდილება: მინიმუმ 3 მსგავსი განხორციელებული პროექტი; საზედამხედველო კომპანიას უნდა ჰქონდეს ტექნიკური ზედამხედველობის გამოცდილება შემდეგ ან მსგავსი ტიპის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებში, კერძოდ: სარწყავი არეხები; სადრენაჟე არხები; კოლექტორები, მილსადენები; ჰიდროტექნიკური ნაგებობები; გზები; ხიდები.
ზედამხედველების ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს უმაღლესი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ტექნიკური სპეციალისტებით. შესაბამისი პროფესიული გამოცდილება ნიშნავს მსგავსი ხასიათის სამშენებლო პროექტებში შესაბამის სფეროში მუშაობის ფაქტიურ გამოცდილებას.
ზედამხედველობისა და კონტროლისთვის საჭირო პერსონალი, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს გამოცდილ 1) ჯგუფის ხელმძღვანელს/მშენებელ ინჟინერს, 2) საველე ზედამხედველებს და 3) ტოპოგრაფს.
 
1.   ჯგუფის ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
•      უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური კვალიფიკაცია სამოქალაქო საინჟინრო საქმეში და საქართველოს  სამშენებლო სტანდარტების და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
•      მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ზედამხედველობის, პროექტირების და  მშენებლობის პროექტებში;
•      მრავალდისციპლინარულ გუნდთან და სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება;
•      საინჟინრო პროექტირების მოთხოვნების და საქართველოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცედურების ცოდნა;
•      სასურველია პრაგმატული, შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისადმი და კონტრაქტორებსა და სოფლის მოსახლეობასთან ეფექტური მუშაობის უნარი.
 
2.  საველე ზედამხედველის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: 
•      უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური კვალიფიკაცია ჰიდროტექნიკური ინჟინერიის საქმეში და საქართველოს  სამშენებლო სტანდარტების და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
•      მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის პოზიციაზე ზედამხედველობის, პროექტირების და მშენებლობის პროექტებში; 
•      მრავალდისციპლინარულ გუნდთან და სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება;
•      საინჟინრო პროექტირების მოთხოვნების და საქართველოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცედურების ცოდნა;
•      სასურველია პრაგმატული, შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისადმი და კონტრაქტორებსა და სოფლის მოსახლეობასთან ეფექტური მუშაობის უნარი.
 
 3.  ჯგუფის ტოპოგრაფის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
•      უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური კვალიფიკაცია სამშენებლო საინჟინრო საქმეში და საქართველოს  სამშენებლო სტანდარტების და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
•      ზედამხედველობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის ჩათვლით;
•      მრავალდისციპლინარულ გუნდთან და სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება;
•      საინჟინრო პროექტირების მოთხოვნების და საქართველოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცედურების ცოდნა;
•     სასურველია პრაგმატული, შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისადმი და კონტრაქტორებსა და სოფლის მოსახლეობასთან ეფექტური მუშაობის უნარი.
 
5. ადგილობრივი ტექნიკური ზედამხედველობის კომპანია შერჩეული იქნება კვალიფიკაციის მიხედვით.
 
6. ინტერესის შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ წერილობით ჩვენ ელ-ფოსტაზე. ინტერესის გამოხატვის წერილი შეიძლება ელექტრონულად გამოგზავნილი იყოს და თან უნდა დაერთოს:
1.   მოკლე ინფორმაცია თქვენ კომპანიის შესახებ;
2.   მსგავსი განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი (პროექტის განხორციელების, ვადების, დამკვეთის და ღირებულების ჩათვლით);
3.   ინფორმაცია ამ დავალებისთვის შემოთავაზებული პერსონალის შესახებ (კვალიფიკაციისა და გამოცდელების დეტალური აღწერილობა - CV).
 
ინტერესის გამოხატვის წერილი ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოთ 2018 წლის 16 აგვისტოს 12 სთ-მდე შემდეგ მისამართზე:
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის გამზირი #6, მე-2 შენობა, 1-ი სართული
0159 თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: Levan.Tskhovrebashvili@mepa.gov.ge 

cc: Nana.Kupunia@mepa.gov.ge

 

 

 

პარტნიორები