საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

26 დეკემბერი 2017 | ზოგადი ინფორმაცია დაძმობილების პროექტის შესახებ

დაძმობილების პროექტის საერთო ამოცანა და მიზანი

 

დაძმობილების პროექტის - "სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი იმპლემენტაცია" - საერთო ამოცანაა დახმარების გაწევა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის, როგორც მთავარი ბენეფიციარი უწყებისათვის, რათა მოხდეს მისი იურიდიული და ორგანიზაციული სტრუქტურის თანდათანობით ჰარმონიზება ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში. აღნიშნულის შედეგად მოხდება დაბინძურების ინტეგრირებული პრევენციისა და კონტროლის სისტემის განვითარება, იურიდიული, ინსტიტუციონალური, ადმინისტრაციული და პროცედურული ჩარჩოების შემუშავების გზით. დაძმობილების პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მასშტაბური ავარიების იმ საფრთხეების კონტროლის პროცესში, სადაც საქმე გვაქვს სახიფათო ნივთიერებებთან და ასევე ამგვარი ავარიების წარმოშობის ალბათობის შემცირებისა და შედეგების შერბილების პროცესში.   

 

დაძმობილების პროექტის აღწერილობა და პირდაპირი სარგებელი საქართველოს მოქალაქეთათვის

 

ინტეგრირებული მიდგომა და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების/დაკავშირებული გაფრქვევის დონეების კონცეფციების დანერგვა ინდუსტრიული წარმოების პროცესებში გამოიწვევს შესაბამისი გაფრქვევების მნიშვნელოვან შემცირებას. ეს თავის მხრივ  წვლილს შეიტანს საქართველოს სამრეწველო ობიექტების მოდერნიზაციის პროცესში, ვინაიდან მრეწველობის სექტორისათვის გარემოსდაცვითი ნებართვების საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საფუძველზე გაცემის მოთხოვნა ხელს შეუწყობს გაუმჯობესებული ტექნოლოგიის გავრცელებას და საქმიანობის განმახორციელებელთა მოტივაციას, რომ, მოახდინონ ინვესტირება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგებში, რაც, მეორეს მხრივ, შესაძლებელს გახდის ნედლეულის, ენერგიისა და წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებას.                      

მასშტაბური ავარიების პრევენციის შესახებ კანონმდებლობის მიღება სევესოს III დირექტივის საფუძველზე და აღნიშნული კანონმდებლობით განსაზღვრული პრევენციული ზომების განხორციელება გამოიწვევს სამრეწველო ავარიებიდან გამომდინარე რისკების და მათი იმ შედეგების შემცირებას, რომლებიც ახდენენ ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოსა და ქონებაზე.

 

საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ სარგებელს, ვინაიდან, აღნიშნული პროცესების შედეგად, ისინი ისუნთქებენ უფრო სუფთა ჰაერით, დალევენ უფრო სუფთა წყალს და ექნებათ ნაკლებად დაბინძურებული ნიადაგი და მიწისქვეშა  წყლები. გარდა ამისა, გაუმჯობესდება მათი უსაფრთხოება სამრეწველო ავარიების რისკების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხოვრობს ინდუსტრიული ზონების მახლობლად. ასევე შემუშავდება საზოგადოებრივი ჩართულობის პროცედურები მოქალაქეთათვის, ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დაძმობილების პროექტის კომპონენტები

 

პროექტის ამოცანებიდან გამომდინარე, იგი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:           

 

კომპონენტი 1.  კანონმდებლობის შემუშავება ინდუსტრიული გაფრქვევის  კონტროლის შესახებ, ინდუსტრიული გაფრქვევის დირექტივის დებულებების შესაბამისად;

კანონმდებლობის შემუშავება მასშტაბური ავარიების პრევენციის შესახებ, სევესოს III დირექტივის დებულებების შესაბამისად.

 

კომპონენტი 2.  ნებართვების გაცემის სისტემის შესაძლებლობების განვითარება, ინდუსტრიული გაფრქვევის დირექტივის შესაბამისად.   

 

კომპონენტი 3. გარემოსდაცვითი ინსპექციის სისტემის შესაძლებლობების განვითარება, ინდუსტრიული გაფრქვევის დირექტივის შესაბამისად.

 

კომპონენტი 4. ობიექტებისა და ავარიების შესახებ ანგარიშგების მონაცემთა ქსელური ბაზის შექმნა, სევესოს III დირექტივის დებულებების შესაბამისად.

 

 

პროექტის პარტნიორები

 

საქართველო

მთავარი ბენეფიციარი უწყება: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

 

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა კონსორციუმი

ესპანეთი: გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონული სამინისტრო (CMAOT)

ნიდერლანდები: ინფრასტრუქტურისა და გარემოს სამინისტრო, RWS - გარემოს დირექტორატი /ჰოლანდიური ცოდნის ცენტრი InfoMil

ჩეხეთის რესპუბლიკა: CENIA, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი ინფორმაციის სააგენტო

 

განხორციელების ეტაპის ხანგრძლივობა, ბიუჯეტი და დაფინანსება

 

პროექტის განხორციელების ეტაპი დაიწყო 2017 წლის აგვისტოს თვეში და გაგრძელდება 21 თვის განმავლობაში. 50-ზე მეტი ექსპერტი  წევრი სახელმწიფოებიდან მიიღებს მონაწილეობას 48 მისიაში, რომლებიც დაგეგმილია პროექტის განხორციელების პერიოდში. ENPI დაძმობილების პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 000 000 ევროს. პროექტის ფინანსდება ENPI 2012 პროგრამის ფარგლებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

პროექტის ოფისის მისამართი:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო         

www.moe.gov.ge

. გულუას . 6, თბილისი 0114

საქართველო

ტელ: +995 32 72 72 63

 

ინიაკი ბერგარეჩე

მუდმივი უცხოელი მრჩეველი (RTA)

+995 557 44 84 67

i.bergaretxe@moe.gov.ge

 

თამარ მადურაშვილი

მუდმივი უცხოელი მრჩევლის ასისტენტი

t.madurashvili@moe.gov.ge

 

ოთარ ჟღენტი

მუდმივი უცხოელი მრჩევლის თარჯიმანი

o.zhgenti@moe.gov.ge

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ნინო ჩხეიძის ქუჩა 38, თბილისი 0102

საქართველო

ტელ: +995 32 294 37 63

 

ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი/პროგრამების ადმინისტრირების სამსახური, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ელ-ფოსტა: pao@eu-nato.gov.ge

ტელ: +995 32 228 24 61

 

 

 

 

 

 
   

 

 

პარტნიორები