საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

05 აპრილი 2018 | კომპონენტი 0

პროექტის გახსნის და დახურვის ღონისძიებები

 

აქტივობა 0.1

 

პროექტის გახსნის ღონისძიება და მინი-კონფერენცია სამრეწველო ემისიების და სევესოს დირექტივების განხორციელების სფეროში არსებული გამოცდილებისა და გამოწვევების თაობაზე

 

პროექტის გახსნის ღონისძიება:

 

ევროკავშირმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონულ სამინისტროსთან (ესპანეთი) ერთად, რომელსაც უწევენ მხარდაჭერას FIIAPP (Fundación Internacional y para Iberoamérica de Administración y Políticas Públicas of Spain /ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკების საერთაშორისო და იბერო-ამერიკული ფონდი), დაძმობილების პროექტის ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯმენტის უწყება ესპანეთის მხრიდან, ნიდერლანდების ინფრასტრუქტურისა და გარემოს სამინისტრო, RWS - გარემოს დირექტორატი /ჰოლანდიური ცოდნის ცენტრი InfoMil, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი ინფორმაციის სააგენტო (CENIA), წამოიწყეს ახალი პროექტი, რომელიც უწევს მხარდაჭერას საქართველოს, სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირისგარემოსდაცვით კანონმდებლობასთან 

დაახლოებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით. პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა პარასკევს, 22 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში.  

 

პროექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოსდაცვითი სექტორების მთავარმა დაინტერესებულმა მონაწილე მხარეებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრის მოადგილემ, ქალბატონმა ეკატერინე გრიგალავამ. საქართველოში ამ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტის დაწყების აღსანიშნავად, ღონისძიების პირველი ნაწილის მსვლელობისას მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს შემდეგმა ოფიციალურმა პირებმა: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი კარლო ნატალე, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ბატონი იან ჩერნიკი, გალიციის რეგიონალური მთავრობის (ესპანეთი) გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონული სამინისტროს გენერალური დირექტორი გარემოსდაცვითი ხარისხისა და კლიმატური ცვლილების საკითხებში ქალბატონი მარია კრუზ ფერეირა კოსტა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფომინისტრის პირველი მოადგილე ბატონი არჩილ ყარაულაშვილი და FIIAPP-ის ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს განყოფილების დირექტორი ქალბატონი სონსოლეს მორიესი.

 

ღონისძიების მეორე ნაწილის მსვლელობისას, პროექტის ლიდერმა ესპანეთის მხრიდან ბატონმა ხოსე ფრანსისკო ალონსო პიკონმა, 

პროექტის უმცროსმა ლიდერმა ნიდერლანდების მხრიდანბატონმა რობ კრამერსმა, პროექტის უმცროსმა ლიდერმა ჩეხეთის მხრიდან 

ბატონმა იან კოლარმა და ასევე ესპანეთის წარმომადგენელმა მუდმივმა უცხოელმა მრჩეველმა ბატონმა ინიაკიბერგარეჩემ, რომლებიც 

წარმოადგენენ კონსორციუმის პარტნიორებს, წარადგინეს პროექტის მიმოხილვა და ამოცანები.            

 

მთავარი შუალედური შედეგები:

 

1

გახსნის ღონისძიების ორგანიზება და ჩატარება

2

პროექტის აქტივობებისა და დაგეგმილი შედეგების წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მონაწილე მხარისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ჩათვლით

3

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა პროექტის ცნობადობასთან დაკავშირებული მასალები, ჩანთების, საქაღალდეების, ბლოკნოტების, კალმისტრებისა და პროექტის ბროშურების ჩათვლით. ღონისძიების დროს გამოფენილი იყო პროექტის ბანერი. პრეს-რელიზი გამოქვეყნდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ვებ-გვერდის მეშვეობით:

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/453963-garemosdacvith-sakithkhebze-shekhvedra-gaimartha.html?ar=A

 

პრეს-რელიზი და ფოტოსურათები აიტვირთა შემდეგ ვებ-გვერდებზე:

 

 

ღონისძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

 

0.1 პროექტის გახსნის ღონისძიება. დღის წესრიგი

0.1 პროექტის გახსნის ღონისძიება. დამსწრეთა სია

0.1 პროექტის გახსნის ღონისძიება. პრეს-რელიზი (ინგლისურ ენაზე)

0.1 პროექტის გახსნის ღონისძიება. პრეს-კონფერენცია

 

 

 

მინი-კონფერენცია სამრეწველო ემისიების და სევესოს დირექტივების განხორციელების სფეროში არსებული გამოცდილებისა და გამოწვევების თაობაზე:

დაძმობილების პროექტმა განახორციელა მინი-კონფერენციის ორგანიზება დაბინძურების ინტეგრირებული პრევენციისა და კონტროლის (IPPC) დირექტივის, სამრეწველო ემისიების დირექტივის (IED) და სევესოს დირექტივის განხორციელების სფეროში არსებული გამოცდილებისა და გამოწვევების თაობაზე.

    

ღონისძიება ჩატარდა ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, 9:15-დან 13:10 საათამდე, სასტუმრო თბილისი მარიოტში.  

 

პროექტის უმცროსმა ლიდერმა ნიდერლანდების მხრიდან, რობ კრამერსმა, პროექტის უმცროსმა ლიდერმა ჩეხეთის მხრიდან იან კოლარმა და ესპანელმა მუდმივმა უცხოელმა მრჩეველმა ინიაკი ბერგარეჩემ წარადგინეს ევროკავშირის სამ წევრ სახელმწიფოში (ნიდერლანდები, ჩეხეთის რესპუბლიკა და ესპანეთი) დაბინძურების ინტეგრირებული პრევენციისა და კონტროლის (IPPC) დირექტივის, სამრეწველო ემისიების დირექტივის (IED) და სევესოს დირექტივის განხორციელების სფეროში არსებული გამოცდილება და გამოწვევები; რობ კრამერსმა წარადგინა პროექტის სამუშაო გეგმა და სამრეწველო ემისიების  სფეროში მოსალოდნელი შედეგები.        

 

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა იურიდიული დეპარტამენტიდან, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურიდან და გარემოს ეროვნული სააგენტოდან წარადგინეს საქართველოში სამრეწველო ემისიებთან და სამრეწველო საფრთხეებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის მიმოხილვა. ამას მოჰყვა დისკუსია იდეალური სიტუაციისა და დაძმობილების პროექტის იმ შედეგების შესახებ, რომელსაც მოელიან ბენეფიციარის მხრიდან.      

 

მთავარი შუალედური შედეგები:

 

5

სამრეწველო ემისიების/სევესოს დირექტივების განხორციელების სფეროში არსებული გამოცდილებისა და გამოწვევების თაობაზე მინი-კონფერენციის ორგანიზება და ჩატარება

 

ღონისძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

 

0.1 მინი-კონფერენცია. დღის წესრიგი

0.1 მინი-კონფერენცია. დამსწრეთა სია

0.1 მინი-კონფერენცია. დასკვნები

0.1 მინი-კონფერენცია. შეფასება

 

 

პარტნიორები