საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

05 აპრილი 2018 | კომპონენტი 1

აუცილებელი ნაბიჯების შემუშავება და განხორციელება პირველადი და მეორადი კანონმდებლობის მისაღებად, სამრეწველო ემისიების დირექტივა IED 2010/75/EU-ისა და დირექტივა 2012/18/EU-ის (სევესოს III დირექტივა) შესაბამისად.    

 

ამ კომპონენტისათვის განისაზღვრა სამუშაო ჯგუფი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ფარგლებში. იგი მოიცავს ოფიციალურ პირებს საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოდან. სამუშაო ჯგუფს ასევე შეიძლება შეუერთდნენ სამინისტროს სხვა დეპარტამენტების, განყოფილებების, სამსახურებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფიციალური წარმომადგენლები.      

 

ქვეკომპონენტი 1.1 

 

ახალი კანონის შემუშავება სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დამყარებული მიდგომის მიხედვით და სამრეწველო ემისიების დირექტივა IED 2010/75/EU-ის შესაბამისად. 

 

მისია 1.1.1: „თეთრი ლაქების“ შეფასება, არსებული კანონმდებლობის სამრეწველო ემისიების დირექტივასთან შესაბამისობის ხარისხის თვალსაზრისით  

პროექტის მე-2 მისია განხორციელდა 2017 წლის 26-29 სექტემბრის პერიოდში.

 

არენდ კოლჰოფი ნიდერლანდებიდან და ზდენეკ სუჩანეკი ჩეხეთის რესპუბლიკიდან იყვნენ ის მოკლევადიანი ექსპერტები, რომლებსაც დაევალათ ამ მისიის განხორციელება. 

 

მისიის დაწყებამდე და მისიის დროს, ორივე მოკლევადიანმა ექსპერტმა განახორციელა შესაბამისი კანონმდებლობისა და დოკუმენტაციის ანალიზი.    

 

მისიის დროს, ორივე მოკლევადიანმა ექსპერტმა ჩაატარა შეხვედრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტებთან.  

 

დაძმობილების პროექტის ოფისის მიერ მიწოდებული კანონმდებლობისა და დამატებითი დოკუმენტაციის განხილვის, ასევე გამართული შეხვედრებიდან მოპოვებული შედეგების მეშვეობით, მოკლევადიანმა ექსპერტებმა მოამზადეს ანგარიში, „თეთრი ლაქების“ ანალიზის შედეგების და სამრეწველო ემისიების  დირექტივასთან შესაბამისობის ხარისხის შედარებითი ცხრილების ჩათვლით.      

 

მისიასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

 

1.1.1 მისიის დღის წესრიგი

1.1.1 „თეთრი ლაქების“ შეფასების ანგარიში IED

1.1.1 დანართი 1 შესაბამისობა IED და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

1.1.1 დანართი 2 შესაბამისობა IED და წყლის შესახებ კანონისა და

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტები

1.1.1 დანართი 3 შესაბამისობა IED და ნარჩენების მართვის კოდექსი

1.1.1 დანართი 4 შესაბამისობის ცხრილი IED, ნარჩენები

1.1.1 დანართი 5 შესაბამისობა IED, კანონი და დადგენილებები

ატმოსფერული ჰაერის შესახებ

1.1.1 დანართი 6 შესაბამისობა, შესაბამისობის ცხრილი IED და კანონი

ატმოსფერული ჰაერის შესახებ

1.1.1 დანართი 7 „საგზაო რუკა“, მრეწველობა   

 

მისია 1.1.2. ნაწილი 1: სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონის მომზადება, რომელსაც თან ერთვის შესაბამისობის ცხრილი და ანგარიში დაინტერესებულ მონაწილე მხარეებთან კონსულტაციების შესახებ, კანონპროექტის პირველი ვერსიის შემუშავების შემდეგ გამართული სემინარის ჩათვლით   

პროექტის მე-3 მისია განხორციელდა 4 სამუშაო დღის განმავლობაში, 2017 წლის 2-5 ოქტომბრის პერიოდში.

 

არენდ კოლჰოფი ნიდერლანდებიდან და კატია ხუარესი ესპანეთიდან იყვნენ ის მოკლევადიანი ექსპერტები, რომლებსაც დაევალათ ამ მისიის განხორციელება. 

 

მისიის დაწყებამდე, ორივე მოკლევადიანმა ექსპერტმა განახორციელა შესაბამისი კანონმდებლობისა და დოკუმენტაციის ანალიზი, მისია 1.1.1-ის შუალედური შედეგების ჩათვლით:   

 

ამ მისიის განმავლობაში, მოკლევადიან ექსპერტებს მიეწოდათ დამატებითი დოკუმენტები. 

 

მისიის მსვლელობისას, მოკლევადიანმა ექსპერტებმა გამართეს შეხვედრები  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის შესაბამის ოფიციალურ პირებთან.      

 

დაძმობილების პროექტის ოფისის მიერ მიწოდებული კანონმდებლობისა და დამატებითი დოკუმენტაციის განხილვის, ასევე გამართული შეხვედრებიდან მოპოვებული შედეგების მეშვეობით, მოკლევადიანმა ექსპერტებმა მოამზადეს სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონპროექტის პირველი ვერსია.

 

მისიასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

1.1.2. ნაწილი 1 მისიის დღის წესრიგი

 1.1.2. ნაწილი 1 მისიის ანგარიში

1.1.2  ნაწილი 1 კანონპროექტი სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ. ვერსია 1

1.1.2. ნაწილი 1 გზშ IED კომბინირებული პროცედურა

 

 

მისია 1.1.2 ნაწილი 2: სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონის მომზადება, რომელსაც თან ერთვის შესაბამისობის ცხრილი და ანგარიში დაინტერესებულ მონაწილე მხარეებთან კონსულტაციების შესახებ,  კანონპროექტის პირველი ვერსიის შემუშავების შემდეგ გამართული სემინარის ჩათვლით   

პროექტის ეს მე-7 მისია განხორციელდა 4 სამუშაო დღის განმავლობაში, 2017 წლის 14-17 ნოემბრის პერიოდში.  

 

ზდენეკ სუჩანეკი და მონიკა პრიბილოვა იყვნენ ის მოკლევადიანი ექსპერტები, რომლებსაც დაევალათ ამ მისიის განხორციელება. 

 

მისიის დაწყებამდე და მისიის დროს, ორივე მოკლევადიანმა ექსპერტმა განახორციელა შესაბამისი კანონმდებლობისა და დოკუმენტაციის ანალიზი, მისია 1.1.1 და მისია 1.1.2-ის შუალედური შედეგების ჩათვლით. მისიის მსვლელობისას, მოკლევადიან ექსპერტებს მიეწოდათ დამატებითი დოკუმენტაცია.     

 

მისიის განმავლობაში, მოკლევადიანმა ექსპერტებმა გამართეს ერთი შეხვედრა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის შესაბამის ოფიციალურ პირებთან.    

 

გარდა ამისა, მოკლევადიანმა ექსპერტებმა გამართეს რამდენიმე შეხვედრა მუდმივ  უცხოეულ მრჩეველთან, რომლებზეც განხილული იქნა სამრეწველო ემისიების  კონტროლის შესახებ კანონპროექტის შემუშავების კონკრეტული ასპექტები.       

 

2017 წლის 17 ნოემბერს, სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის  და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ოფიციალურმა პირებმა და თანამშრომლებმა.     

 

სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონპროექტის იმ ვერსიის საფუძველზე, რომელიც მომზადდა მისია 1.1.2-ის პირველი ნაწილის დროს (დოკუმენტი 1.1.2 ნაწილი პირველი: კანონპროექტი სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ. ვერსია 1) და იმ წვლილის საფუძველზე, რომლის შეტანაც მოხდა გამართული განხილვების, შეხვედრებისა და სემინარის შედეგად, მოკლევადიანმა ექსპერტებმა მოამზადეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც წარმოადგენს მისიის ერთ-ერთ შუალედურ შედეგს.       

 

მისიასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

 

1.1.2. ნაწილი 2 მისიის დღის წესრიგი

1.1.2. ნაწილი 2 მისიის ანგარიში

1.1.2. ნაწილი 2 კანონპროექტი სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ, ვერსია 2

1.1.2. ნაწილი 2 შესაბამისობის ცხრილი (ქართულ ენაზე)

IED_2010_75_შესაბამისობის ცხრილი

1.1.2. ნაწილი 2 კანონპროექტთან დაკავშირებული კითხვარი

1.1.2 ნაწილი 2 სემინარის დღის წესრიგი

 

სემინარზე წარდგენილი პრეზენტაციები:

 

1.1.2. ნაწილი 2_IED-ის მიმოხილვა (ინგლისურ ენაზე)

1.1.2. ნაწილი 2_“თეთრი ლაქების“ ანალიზი და დაახლოების დროის ჩარჩო (ინგლისურ ენაზე)

1.1.2. ნაწილი 2_სამუშაო გეგმა, კონსულტირება დაინტერესებულ მონაწილე მხარეებთან IED (ინგლისურ ენაზე)

1.1.2. ნაწილი 2  კანონპროექტი სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ 17.11.17 (ინგლისურ ენაზე)

1.1.2. ნაწილი 2  ნებართვების გაცემის პროცედურა ვერსია 1 (ინგლისურ ენაზე)

           

მისია 1.1.3 ნაწილი 1: განმარტებითი ბარათის მომზადება, სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტისათვის რეგულირების და ფისკალური გავლენის შეფასებათა ჩათვლით  

პროექტის მე-5 მისია განხორციელდა 4 სამუშაო დღის განმავლობაში, 2017 წლის 24-27 ოქტომბრის პერიოდში.

 

ვიბე დოუმა ნიდერლანდებიდან იყო ის მოკლევადიანი ექსპერტი, რომელსაც დაევალა ამ მისიის განხორციელება.  მეორე მოკლევადიანი ექსპერტი, რომელსაც დაევალა ეს მისია, იყო იან პრასეკი, რომელმაც ვერ შეძლო მისიაში მონაწილეობა 24-27 ოქტომბრის პერიოდში და განახორციელა ეს 2017 წლის 21-14 ნოემბრის პერიოდში.    

 

მისიის დაწყებამდე, ორივე მოკლევადიანი ექსპერტებისათვის ხელმისაწვდომი იყო

შესაბამისი დოკუმენტაცია, მისია 1.1.1 და მისია 1.1.2-ის პირველი ნაწილის შუალედური შედეგების ჩათვლით. მისიის მსვლელობისას, მოკლევადიან ექსპერტებს მიეწოდათ დამატებითი დოკუმენტაცია.     

 

მოკლევადიანმა ექსპერტებმა გამართეს შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოსა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის შესაბამის ოფიციალურ პირებთან. შეხვედრები ასევე გაიმართა მუდმივ უცხოელ მრჩეველთან და მის პარტნიორთან. 

 

დაძმობილების პროექტის ოფისის მიერ მიწოდებული კანონმდებლობისა და დამატებითი დოკუმენტაციის განხილვის გზით მოპოვებული წვლილის, ასევე გამართული შეხვედრების შედეგების საფუძველზე, მოკლევადიანმა ექსპერტებმა მოამზადეს სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების გავლენის შეფასების პირველი ვერსია.        

 

მისიასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

 

1.1.3. ნაწილი 1 მისიის დღის წესრიგი

1.1.3. ნაწილი 1 მისიის ანგარიში

1.1.3. ნაწილი 1 სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონის რეგულირების გავლენის შეფასება. ვერსია 1

1.1.3. ნაწილი 1 სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი. ვერსია 1

 

 

მისია 1.1.3 ნაწილი 2: განმარტებითი ბარათის მომზადება, სამრეწველო ემისიების  შესახებ კანონპროექტისათვის რეგულირების და ფისკალური გავლენის შეფასებათა ჩათვლით

პროექტის მე-8 მისია განხორციელდა 4 სამუშაო დღის განმავლობაში, 2017 წლის 21-24 ნოემბრის პერიოდში.

 

ვიბე დოუმა ნიდერლანდებიდან და პეტრა მატუსკოვა ჩეხეთის რესპუბლიკიდან იყვნენ ის მოკლევადიანი ექსპერტები, რომლებსაც დაევალათ ამ მისიის განხორციელება. 

 

მისიის დაწყებამდე, მოკლევადიანი ექსპერტებისათვის ხელმისაწვდომი იყო

შესაბამისი დოკუმენტაცია, მისია 1.1.1, მისია 1.1.2 და მისია 1.1.3-ის პირველი ნაწილის შუალედური შედეგების ჩათვლით.

 

მოკლევადიანმა ექსპერტებმა გამართეს შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და მუდმივ უცხოელ მრჩეველთან. განხილული საკითხები მოიცავდა რეგულირების გავლენის შეფასებისა და განმარტებითი ბარათის პირველ ვერსიებს, რომლებიც განახლდება მაშინ, როდესაც გამოქვეყნდება სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონის საბოლოო ვერსია. რაც შეეხება გზშ-სთან კოორდინირებულ ან ერთობლივ პროცედურას, განხილული იქნა ევროპის კომისიის მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო წესი. ასევე განხილული იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც დაინტერესებული საზოგადოების ნაწილის როლი.        

 

გარემოსდაცვითი შეფასების ახალი კოდექსით გათვალისწინებული გზშ-ის პროცედურის ექსპერტული კომისიის შემადგენლობა და მისი წევრების სტატუსი ასევე იყო განხილულ საკითხთა შორის. დასასრულს განხილული იქნა ნარჩენების ინსინერაციისა და თანასინერაციის შესახებ კანონქვემდებარე აქტის პროექტი.   

 

რეგულირების გავლენის შეფასებისა და განმარტებითი ბარათის პირველ და მეორე ვერსიებს შორის განხორციელებული ცვლილებები იყო შეზღუდული, ვინაიდან არ არსებობდა საკმარისი ინფორმაცია პროგრესის მისაღწევად. ცვლილებების დამატება მოხდება მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ინფორმაცია, ძირითადად საქართველოში იმ ობიექტების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება სამრეწველო ემისიების დირექტივის მოქმედება. თუ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში რეგულირების გავლენის შეფასებისათვის საჭირო ზემოაღნიშნული შაბლონები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, სათანადო შემთხვევაში მოხდება ორივე დოკუმენტის შესაბამისი ცვლილება. ცვლილებების შეტანა მოხდება მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია.        

 

მისიის მსვლელობისას, მუდმივი უცხოელი მრჩევლის მიერ მოკლევადიან ექსპერტებს დაევალათ დამატებითი ამოცანების შესრულება, რაც მოიცავდა შემდეგს:

 

·         კანონპროექტის განხილვა და მასზე კომენტარების გაკეთება

·         სახელმძღვანელო ბარათის მომზადება გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად კოორდინირებული ან ერთობლივი პროცედურების შესახებ (ვიბე დოუმა)

·         მუშაობა შესაბამისობის ცხრილის შემდგომ შემუშავებაზე

 

მისიასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

 

1.1.3. ნაწილი 2 მისიის დღის წესრიგი

1.1.3. ნაწილი 2 მისიის ანგარიში

1.1.3. ნაწილი 2_სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონის რეგულირების გავლენის შეფასება. ვერსია 2

1.1.3. ნაწილი 2 ნაწილი 1 სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი. ვერსია 2

1.1.3. ნაწილი 2 კოორდინირებული ან ერთობლივი პროცედურები გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად

1.1.3. ნაწილი 2 შესაბამისობის ცხრილი. ვერსია 2

1.1.3. ნაწილი 2 სამრეწველო ემისიების კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული კომენტარები

 

მისია 1.1.7: ტრენინგი ინტეგრირებული მიდგომის შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია სამრეწველო ემისიების დირექტივაში (IED) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტებისათვის და IED პროცესში ჩართული სხვა სამინისტროებისათვის

პროექტის ეს მე-9 მისია განხორციელდა 3 სამუშაო დღის განმავლობაში, 2017 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში.  

 

იან კოლარი (ჩეხეთის რესპუბლიკა) და იური ტრუუსა (ესტონეთი) იყვნენ ის მოკლევადიანი ექსპერტები, რომლებსაც დაევალათ ამ მისიის განხორციელება. 

 

მისიის დაწყებამდე, მოკლევადიანმა ექსპერტებმა მოამზადეს პრეზენტაციების პროექტები ტრენინგისათვის იმ ინტეგრირებული მიდგომის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია სამრეწველო ემისიების დირექტივით (IED). ტრენინგისათვის განიხილებოდა შემდეგი თემები:    

  • ობიექტები და მათთან უშუალოდ დაკავშირებული საქმიანობები
  • ადგილობრივი პირობები და გარემოსდაცვითი ხარისხის სტანდარტები
  • საუკეთესო ხელმისაწვდომი ხერხები (BAT)
  • BREF დოკუმენტების გამოყენება
  • ემისიის ზღვრული მნიშვნელობებისა და ნებართვის სხვა პირობების განსაზღვრა
  • ტექნიკური ექსპერტული ცოდნა სხვადასხვა სამრეწველო საქმიანობასა და ობიექტების იმ ტიპებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც უნდა გაიცეს ნებართვები
  • წყალში, ჰაერსა და ნიადაგში ემისიების გაწმენდის ხერხები
  • ხმაურის, ვიბრაციისა და სუნის პრევენცია და შემცირება
  • ნარჩენები: ღონისძიებები ობიექტის მიერ წარმოებული ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენებისათვის მომზადებისა და აღდგენისათვის  
  • საქმიანობის განმახორციელებლის თვითმონიტორინგი

 

მისიის განხორციელებამდე მოხდა ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან: 

1)      გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტო

·         სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამმართველო

·         ნებართვების სამმართველო

2)      ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი

·         ატმოსფერული ჰაერის სამმართველო

·         წყლის სამმართველო

·         ნიადაგის სამმართველო

3)      ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სამსახური

 

მისიის პირველ დღეს, მოკლევადიანმა ექსპერტებმა განიხილეს მუდმივ უცხოელ მრჩეველთან ტრენინგის დეტალური დღის წესრიგი, გამოსაყენებელი მასალები და მოსალოდნელი შედეგები. განხილვის საფუძველზე, მოკლევადიანმა ექსპერტებმა შეიმუშავეს ტრენინგისათვის განკუთვნილი პრეზენტაციების საბოლოო ვერსიები.        

 

ტრენინგი ჩატარდა 2 სესიად, პირველი - 06.12.2017, ხოლო მეორე - 07.12.2017.   

 

მისიასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

 

1.1.7 მისიის დღის წესრიგი

1.1.7 მისიის ანგარიში

1.1.7 ტრენინგის დღის წესრიგი

 

ტრენინგზე წარდგენილი პრეზენტაციები:

 

1.1.7_1_ტრენინგი ინტეგრირებული მიდგომის შესახებ: ობიექტები (ინგლისურ ენაზე)

1.1.7_2_ტრენინგი ინტეგრირებული მიდგომის შესახებ: ადგილობრივი+სტანდარტები (ინგლისურ ენაზე)

1.1.7_3_ემისიის ზღვრული მნიშვნელობებისა და ნებართვების სხვა პირობების განსაზღვრა ესტონეთში (ინგლისურ ენაზე)

1.1.7_4_შემცირების ხერხები ესტონეთში (ინგლისურ ენაზე)

1.1.7_6 ნარჩენები (ინგლისურ ენაზე)

1.1.7_7 IED თვითმონიტორინგი ესტონეთში (ინგლისურ ენაზე)

1.1.7_8 ტრენინგი ინტეგრირებული მიდგომის შესახებ: ტექნიკური ექსპერტული ცოდნა (ინგლისურ ენაზე)

1.1.7_9 ტრენინგი ინტეგრირებული მიდგომის შესახებ: BAT (ინგლისურ ენაზე)

1.1.7_10 ტრენინგი ინტეგრირებული მიდგომის შესახებ: BREF (ინგლისურ ენაზე)

 

 

 

პარტნიორები